რას ამზადებდნენ ადამიანის ტყავისაგან?!
კაცობრიობა ტანისამოსის დასამზადებლად დასაბამიდან დღემდე ფართოდ გამოიყენებს სხვადასხვა ცხოველის ტყავს.თუმცა,რაოდენ საკვირველი და ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ისტორიაში ყოფილა ისეთი პერიოდებიც,როდესაც ტანისამოსის,წიგნისა თუ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად მასობრივად გამოიყენებოდა ადამიანის ტყავი.რიგი ხალხებისა მიიჩნევდა,რომ ადამიანის ტყავისაგან დამზადებული ესა თუ ის ტანისამოსი მეტად პრაქტიკული და ელასტიური იყო,რასაც ხელს უწობდა მისი იაფი ფასიც.
დადასტურებული ფაქტია,რომ ძველი ისლანდიელი ჯადოქრები მასობრივად მოიხმარდნენ ადამიანის ტყავისაგან დამზადებულ შარვლებს.ისინი რატომღაც თვლიდნენ,რომ ასეთი სახის შარვლებით სიარული მათ დიდ სიმდიდრესა და ბედნიერებას მოუტანდა.ამისათვის,ძველი ისლანდიელი ჯადოქრები და მაგები სპეციალურად არჩევდნენ ხოლმე მათივე ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანებს,რომლებსაც ითანხმებდნენ იმაზე,რომ მათი გარდაცვალების შემდეგ,მათსავე ცხედარს სხეულის ქვედა ნაწილზე ტყავს გააძრობდნენ.თუკი თანხმობას მიიღებდნენ,როდესაც ობიექტი გარდაიცვლებოდა,მიდიოდნენ მათთან სახლში,რა დროსაც აუცილებლად იპარავდნენ მონეტას. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,გარდაცვლილის საფლავს ჭრიდნენ და დიდი სიფრთხილით ათლიდნენ ცხედარს სხეულის ქვედა ნაწილზე ტყავს (არ შეიძლებოდა ტყავის ოდნავ დაზიანებაც კი).გარდაცვლილის სახლში მოპარულ მონეტას კი ცხედარს კუბოში უდებდნენ და იქაურობას ტოვებდნენ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ცხედრის ქვედა ნაწილიდან აჭრილ ტყავს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა დაზიანებული სასქესო ორგანოებიც.ყოველივე ამის შემდეგ,ისლანდიელი ჯადოქრები ტყავს გადაამუშავებდნენ და შარვლებს იმზადებდნენ.რამდენად “მდიდრდებოდნენ” ან “ბედნიერდებოდნენ” ისინი ასეთი ამაზრზენი ტანისამოსით,ჩვენთვის უცნობია,თუმცა ასეთი ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი არტეფაქტი დღემდეა შემორჩენილი.
III საუკუნეში ადამიანის ტყავისაგან ამზადებდნენ არა მარტო წიგნების გარეკანს,არამედ ფურცლებსაც კი.ამისათვის გამოიყენებოდა სიკვდილმისჯილების,უპატრონო გარდაცვლილებისა და იმ ადამიანების ტყავები,რომლებიც თანხმობას აცხადებდნენ მათი ტყავი საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ.
ადამიანის ტყავი,როგორც მასალა,განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა XVIII საუკუნის საფრანგეთში განხორციელებული რევოლუციის პერიოდში.როგორც ცნობილია,იმ დროს ევროპის შუაგულში მყოფ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მასობრივ სახეს ატარებდა.საფრანგეთის რევოლუციამ იმდენად ბევრი ადამიანი აიყვანა გილიოტინაზე,რომ 1794 წელს პარიზში ადამიანის ტყავის გადამამუშავებელი საწარმოც კი შეიქმნა. XVIII-XIX საუკუნეების ევროპაში ერთობ “მოდური” და “რომანტიული” გახლდათ ადამიანის ტყავისაგან დამზადებული წიგნის ჩუქება.
ერთ-ერთმა რუსმა ახალგაზრდა მამაკაცმა,რომელიც უპასუხო სიყვარულით იტანჯებოდა,გადაწყვიტა,რომ ადამიანის ტყავისაგან დამზადებული წიგნი მიერთმია სატრფოსათვის.თუმცა,რადგან ამისათვის საჭირო მასალა ვერ იპოვა,გადაწყვიტა თავისივე სხეულის ტყავისაგან დაემზადებინა იგი.ინკოგნიტოდ დარჩენილმა რუსმა შეყვარებულმა მამაკაცმა საავადმყოფოში მარცხენა ხელის ამპუტაცია გაიკეთა და სწორედ ასე დაამზადა სატრფოსათვის გადასაცემი წიგნი,სადაც თავისივე ტყავზე თავისივე ლექსები იყო დაწერილი.რამდენად მოახერხა მან შეყვარებული ქალის გულის დაპყრობა უცნობია,თუმცა გამაოგნებელი ფაქტი რომ არის,ალბათ დამეთანხმებით.
ასეთი გაუგონარი შემთხვევები იმ ეპოქაში არც თუ ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.საყურადღებოა ისიც,რომ ადამიანის ტყავისაგან დამზადებული წიგნები დღემდე მრავლად არის წარმოდგენილი ამა თუ იმ დიდებულ ბიბლიოთეკაში.მაგალითად,ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია XVII საუკუნის ესპანური საკანონმდებლო წიგნი,რომელიც აფრიკის ცნობილი მკვლევარის – ჯონას რაიტის ტყავისაგან არის დამზადებული.იგი 1632 წელს დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ადგილობრივი აფრიკული ტომის მიერ,რომლებშიც გავრცელებული გახლდათ კანიბალიზმი.მას შემდეგ წლები გავიდა და როდესაც აღნიშნულ ტომს ჯონასის მეგობარი ეწვია,ტომის ბელადმა მას “დიდსულოვნად” გადასცა შეჭმული მეგობრის ტყავი,რომელზეც დაიწერა კიდეც ესპანური კანონმდებლობა.
გარდა მამაკაცის ტყავებისა,სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა ქალების ტყავებიც.მაგალითად, 1887 წელს დამზადებულ იქნა დიდი ფრანგი ასტრონომის – კამილ ნიკოლა ფლამარიონის ნაშრომების წიგნი.აღნიშნული წიგნის დასამზადებელად ტყავი,ფლამარიონის ტალანტის დიდმა მოტრფიალე ქალბატონმა ანდერძით დატოვა.ადამიანის ტყავისაგან დამზადებული პოეტური კრებულები დაცულია – ავსტრალის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში (აშშ).ჩეხეთის ეროვნული გმირის – იან ჟიჟკას ანდერძის თანახმად,მისი ტყავისაგან დამზადებულ იქნა დოლი,რომლის ხმის ფონზეც ერთვებოდნენ ჩეხი პატრიოტები მტერთან ბრძოლაში.ადამიანის ტყავისაგან ამზადებდნენ საფულეებსა და მოდურ ფეხსაცმელებსაც (განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა XIX საუკუნეში მაცხოვრებელი ნიუ-იორკელი თერძის – მანჰრეჰოლზის მიერ დამზადებული ფეხსაცმელები).ადამიანის ტყავისაგან დამზადებული აქსესუარებით დიდად იწონებდა თავს,”ბუხენვალდელი ჯადოქრის” სახელით ცნობილი გერმანელი მიზანთროპი ქალი – ილზა კოხი და ზოგადად მრავალი ფაშისტი მაღალჩინოსანი. (ავტორი გენია.ჯი)