ირანის სამტრედე კოშკები

XVI-XVII საუკუნეებში თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მტრედებისათვის უამრავი უნიკალური კონსტრუქციის მქონე კოშკი იქნა აგებული.ირანელები მტრედებს იშინაურებდნენ არა იმიტომ,რომ მათი ხორცით ეკვებათ,არამედ იმტომ,რომ ისლამურ რელიგიაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ “მშვიდობის სიმბოლოდ” აღიარებულ ამ უნიკალურ ფრინველს.გარდა ამისა,მათი ექსკრემენტებით (ფეკალური მასები) ადგილობრივი მოსახლეობა ანოყიერებდა მიწას და მათ,სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული კულტურის საუკეთესო გასანოყიერებელ სასუქად განიხილავდნენ.სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლები კი განსაკუთრებული სიმპატიით იყვნენ განწყობილნი მტრედების მიმართ,რის გამოც მათი ინიციატივით დაიწყო მტრედების კოშკების აგება ირანში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ირანის სიდიდით მესამე ქალაქ ისფაჰანში მტრედებისათვის აგებული იქნა დაახლოებით 3 000 კოშკი,რომელთაგან დღემდე სამასია შემორჩენილი.

ტიპიური მტრედების კოშკი ცილინდრული ფორმის იყო და თიხის აგურებისაგან და თაბაშირისაგან შენდებოდა.მათი საშუალო სიმაღლე 18 მეტრს აღწევდა,ხოლო დიამეტრით 10-დან 22 მეტრამდე მერყეობდა.თითოეულ ასეთ კოშკში 14 000 მტრედი ეტეოდა და ისინი სრულიად დაცულნი იყვნენ მტაცებელი ფრინველებისაგან,რადგან კოშკში განთავსებული მცირე ზომის შესასვლელები საშუალებას არ აძლევდა მათზე მონადირე ქორებს,ბუებს,ყვავებსა და სხვა მტაცებელ ფრინველებს კოშკში შეეღწიათ.კოშკის შიგნით საჭადრაკო დაფის მსგავსად,ათასობით სპეციალური ბუდე იყო მოწყობილი.თითოეული ბუდე 20-28 სანტიმეტრის ზომის გახლდათ და მათი კედლები ისეთი სახით იყო დამზადებული,რომ მტრედებს თავისუფლად ეძლეოდათ გადაადგილების საშუალება.სამტრედე კოშკები ადგილოვრივების მიერ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იხსნებოდა,რადგან იქიდან ექსკრემენტები გამოეტანათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ XVII საუკუნეში მტრედების ექსკრემენტი საკმაოდ ძვირად ფასობდა და 5,5 კილოგრამი მტრედის ექსკრემენტის შესაძენად 4 ბრიტანული პენსი იყო საჭირო.მტრედები,რომლებიც ირანში იმთავითვე დიდი რაოდენობით ბინადრობდნენ,ასეთი სახის კოშკებში ინსტიქტურად იდებდნენ ბინას,თუმცა არ იყვნენ უზრუნველყოფილი საკვებით.ისინი დღისით გადიოდნენ საკვების მოსაპოვებლად,ხოლო ღამით კი კვლავ თავიანთ კოშკებს უბრუნდებოდნენ.მას შემდეგ,რაც შემუშავებულ იქნა თანამედროვე სოფლის სამეურნეო სასუქები და პესტიციდები,ირანში,მტრედების ექსკრემენტების მიმართაც განელდა მოსახლეობის ყურადღება,რის გამოც XVII საუკუნის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სამტრედე კოშკებმის აგება წარსულს ჩაბარდა. (ავტორი გენია.ჯი)

ირანის სამტრედე კოშკების შიდა ინტერიერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>