რაფაელ სანტი – “მადონა და ყრმა წიგნით”
“მადონა და ყრმა წიგნით” – წარმოადგენს აღორძინების ხანის უმბრიულის სკოლის გენიალური იტალიელი ფერმწერის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ ზეთის საღებავებით დაფაზე დახატულ შედევრ-სურათს.იგი რაფაელის მიერ დახატულ იქნა დაახლოებით 1500-1504 წლებში.სურათის სიმაღლე 52 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 38 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი)
სურათზე გამოსახულია დედა ღვთისა მარიამი ,რომელსაც კალთაში უზის ყრმა – უფალი ჩვენი იესო ქრისტე.დედა ღვთისას მარჯვენა ხელში მცირე მოცულობის მქონე წიგნი უჭირავს,რომლისკენაც მთელი მისი ყურადღება არის გამახვილებული.აღნიშნული წიგნის გამოსახვით,მხატვარმა სიმბოლურად წარმოგვიდგინა ის “წმინდა წერილი”,სადაც აღწერილია იესოს ტრაგიკული ბედი.წიგნისაკენ ყურადღება ასევე გადატანილი აქვს ყრმა იესოსაც,რომელსაც ხელში იმ პერიოდისათვის ერთობ გავრცელებული ბავშვების სათამაშო – ჩიტბატონა უჭირავს.როგორც ცნობილია,რაფაელის შედევრი – “მადონა და ყრმა წიგნით”,მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპს ეკუთვნის,რის გამოც სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ სურათზე აშკარად შეინიშნება რაფაელის დიდებული მასწავლებლის – პიეტრო პერუჯინოს შემოქმედების ზეგავლენა.ასეთივე მოტივი (მადონა ყრმითა და წიგნით),სანტს მისი შემოქმედების კიდევ ორ სურათში აქვს ასახული.რაფაელის დიდებული შედევრი-სურათი – “მადონა და ყრმა წიგნით”,დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ცნობილი ინგლისელი ვაჭრისა და კოლექციონერის – ედუარდ სოლის (1776-1844 წლები) მფლობელობაში,რის გამოც აღნიშნულ სურათს მეორე სახელწოდებაც შეურჩიეს – “სოლის მადონა”.თუმცა საბოლოოდ იგი შესყიდულ იქნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში განთავსებული “ბერლინის სურათების გალერეის” მიერ,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)