ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა…

“ათასი რომ ვიჩანჩალოთ,ისევ საქართველოში უნდა დავაბოლოოთ ჩვენი ცხოვრება, და ამისთვის,ჩემი აზრი ეს არის,რომ,რაც უნდა ვიფრანცუცოთ,მაინც ძველი ოჯახი და კარგი დამოკიდებულება რაც უნდა წახდეს,ახალთან კიდევ მოვა!”

* * *

“ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომლობამ,ადამიანის სურვილთა უსაზღვრობამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული.მე რომ პატარა დამოუკიდებელი მდგომარეობა მქონდეს,ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღობით, და დამშვიდებული და მოსვენებული გავატარებდი პატრიარქალურ ცხოვრებას მარტივი ბუნების წიაღში,რომელიც ასე დიდებული და მშვენიერია ჩვენს სამშობლოში”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“დაუდევრობა,ქართველთა თანდაყოლილი სისუსტეა”.

* * *

“თქვენ წარმოიდგინეთ,სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა,რომელსაც მამაცა ჰყავს,დედაც,დებიც,მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია,მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითრებული მეგონა,მას სული არა ჰქონია,ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად,მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლებად სიბრალულისა,გამომეტყველად მშვენიერის სულისა,თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა,წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა,სად მიიდრიკო თავი?”

* * *

“მიჩვენეთ კაცი,რომ მადლიერი იყოს ამ წუთისა-სოფლისა.დაიმარხე მშვენიერება სულისა,უმანკოება გულისა,აი ჭეშმარიტი ბედნიერება,უმაღლესი სიამე,რომელსაც კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან.სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად,ამაყად და გრწამდეს,რომ იგინი შეუმჩნეველნი არიან!”

* * *

“მშვენიერი გამოგონებაა სასაფლაო.იგი აუცილებელიცაა,რათა მოკვდავმა მასში ხანდახან თავისი ცხოვრება ამოიკითხოს; ნუგეშისცემა უბედურისა,ბედნიერების დასასრული!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>