ნიკოლო პაგანინი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მევიოლინეს,გიტარისტსა და კომპოზიტორს – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა ვიოლინოს ერთ სიმზე გასაოცარი დაკვრით,კონცერტზე აგვიანდებოდა,რის გამოც ერთ-ერთ მეეტლეს დაუძახა და ჰკითხა:
- რა დამიჯდება თეატრამდე მისვლა?
- ათი ფრანკი ბატონო, – მიუგო მეეტლემ,რომელმაც იცნო დიდი მაესტრო.
- თქვენ რა,მეხუმრებით? – გაუკვირდა პაგანინის,რადგან მეეტლის მიერ დასახელებული თანხა ათჯერ აღემატებოდა იმ ფასს,რაც ჩვეულებრივ იყო საჭირო თეატრამდე მისასვლელად.
- არ ვხუმრობ,ბატონო! თუკი თქვენი იმ კონცერტის ერთი ბილეთი,სადაც ვიოლინოს ერთ სიმზე უკრავთ – ათი ფრანკი ღირს,ჩემს მიერ დასახელებული ფასი რატომღა გაგიკვირდათ?
- ძალიან კარგი! მე გადაგიხდით თქვენ ათ ფრანკს,თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თეატრამდე ცალ ბორბალზე მდგომი ეტლით მიმიყვანთ, – მიუგო გაკვირვებულ მეეტლეს პაგანინიმ და იქაურობა დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)