მარტინ I არაგონელი – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს ისეთი,როდესაც ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი სიცილისგან გამოწვეული ასფიქსიისაგან ადამიანები დაღუპულან.მაგალითად,დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ესქილე,გვიანი რენესანსის პერიოდის გამოჩენილი იტალიელი მწერალი – პიეტრო არეტინო,შოტლანდიელი არისტოკრატი და ერუდიტი – თომას ურქჰარტი,დანიელი ექიმი – ოლე ბენსტენი და სხვები.ასეთივე უცნაური და სპეციფიკური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა არაგონის,სიცილიის,ვალენსიის,სარდინიისა და კორსიკის “ჰუმანურად” წოდებული მეფე - მარტინ I არაგონელი (1356-1410 წლები). 1410 წლის 31 მაისს სამეფო სასახლეში გამართული ერთ-ერთი წვეულებისას,მეფის მასხარამ შემდეგი ანეკდოტი მოყვა:
“ერთ-ერთმა მეფემ თავის მასხარას დაგვიანების მიზეზი ჰკითხა.მასხარამ კი თავი იმით იმართლა,რომ ვენახში ყოფნისას გასაოცარ სანახაობას წააწყდა.კერძოდ,მან შენიშნა ხეზე თავისი მოკლე კუდით დაკიდებული ირემი.როდესაც გაკვირვებულმა მასხარამ ირემს კუდით ხეზე დაკიდების მიზეზი ჰკითხა,პასუხად მიიღო ის რომ,იგი ლეღვის ქურდობის გამო ხეზე კუდით ჩამოკიდებით დასაჯეს”.
როგორც კი აღნიშნული ანეკდოტი წარმოთქვა მარტინ I არაგონელის მასხარამ,მეფეს იმავე წამს ხანგრძლივი სიცილი განუვითარდა.არაკონტროლირებადმა სიცილმა კი თავის მხრივ მარტინ I არაგონელის გულის მწვავე უკმარისობა და საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)