კირკ დუგლასი – “ეპიზოდი”
დიდ ამერიკელ კინოსა და თეატრის მსახიობს,რეჟისორსა და პროდიუსერს – კირკ დუგლასს,ერთი მეტად უცნაური თვისება გააჩნდა.როდესაც მას საპატრულო პოლიცია საგზაო წესების დარღვევის გამო ფინანსურ ჯარიმას გამოუწერდა,იგი დამჯარიმებელი პოლიციელების სახელებს,გვარებსა და სხვა მონაცემებს იწერდა,რის შემდეგაც მათ შესანიშნავი ყვავილების თაიგულებს უგზავნიდა.დუგლასის მეგობრები გაოცებული იყვნენ მისი ასეთი ქმედებებით და ერთ დღეს მოსთხოვეს კიდეც ახსნა-განმარტება,თუ რატომ იქცეოდა იგი ესოდენ უცნაურად.კირკმა აღნიშნული საკითხის შესახებ მეგობრებს შემდეგი სახის განმარტება მისცა: “თქვენთვის ალბათ წარმოუდგენელი არ იქნება ის რომ,ყვავილებს ჩემი დამჯარიმებელი პოლიციელი მამაკაცები თავისთვის არ დაიტოვებენ და მათ თავიანთ საყვარელ ქალბატონებს გადასცემენ.ასეთი შესანიშნავი თაიგულებით მოხიბლული ქალბატონები,რაღა თქმა უნდა უარს არ ეტვიან საღამოს ერთად გატარებაზე.რომანტიული საღამოების მოწყობა კი,როგორც მოგეხსენებათ,ძალიან ძვირი სიამოვნებაა და იმაზე გაცილებით ძვირი ჯდება,ვიდრე ჩემზე გამოწერილი ჯარიმებია.სწორედ ასეთი უცნაური მეთოდით ვიძიებ მათზე შურს…” (ავტორი გენია.ჯი)