ტიციან ტაბიძე წერდა…
“საზოგადოდ,სიკვდილის შემდეგ შეიქმნება ხოლმე ადამიანის ქება,აქებენ იმისათვის,რომ არასასიამოვნოა მკვდრის გინება”.
* * *
“სიყვარული,სიყვარული!.. ყოველი ასო ამ სიტყვისა ადამიანის სისხლით არის ჩაწერილი მატიანეში,ცხოვრება შესდგებოდა,ის რომ არ ამოძრავებდეს! ვინ იცის,ახლა რამდენი ფიქრობს მასზე.ადამიანმა არ იცის,რა არის ადამიანობა,თუ მას არ ჰყვარებია,სულერთია როგორი სიყვარულით,თუ სიყვარული ბედნიერია,მაშინ აღტაცებას არ აქვს საზღვარი.შვების ქსელში ნეტარებს სული; თუ უბედურია,მაშინ ის ტანჯვაა,მაგრამ ამ ტანჯვაშიც არის სილამაზე რომელსაც ვერავინ გამოისყიდის,უკვდავი ღამე იხვევს კალთაში ლოცვას და წყევლას,რომელიც აღმოხდებათ ხოლმე ადამიანებს.ყველას რომ შესძლებოდა,ალბათ მოუსაკითხ სიტყვით გამოეთქვა,რასაც გრძნობდა,მაშინ მსოფლიო გოდების საგნათ დედაკაცი შეიქმნებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო დედაკაცისა, და იყო სიტყვა იგი – სიცრუე.
- ვაი მათ,ვინც მას მიენდნენ.
- სტიროდეთ მათთვის,ვინცა სტირიან,სტიროდეთ მათთვის,ვისაც საუკუნეთ გადაქცევია შემოდგომის ღამეები.
- სტიროდეთ მათთვის,ვისაც ჰგონია,ქალში ბედნიერებას მიაგნო,რადგან მისი გული სფინქსთა უდაბნოშია ჩაფლული და ვერავინ ამოიკითხავს შიგ ჩაწერილ სტრიქონებს; შემოქმედმა მასში ჩამალა იდუმალება შემოქმედისა.
- ადამიანის ცრემლისაგან ოკეანე დადგება.
- ადამიანის ტანჯვით გოლგოთა შეიქმნება,მაგრამ არ შეირხევა არც ერთი ნაკვთი სფინქსისა.
პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო დედაკაცისა, და იყო იგი – სიცრუე”.
* * *
“ვერ დავიჯერებ,უბედურების გამჩენი ბედნიერი იყოს”.
* * *
“ჩვენ ცრემლში ვიშვით,ცრემლში ვცხოვრობდით და ცრემლშივე მოვკვდით,ვარდები საფლავზე მხოლოდ მწარე დაცინვაა…”
* * *
“საფლავში მიგვაქვს გრძნობა დაუკმაყოფილებელი,წადილი – აღუსრულებელი,ლტოლვა – განადგურებული, და მალე დაფარავს მას გამჭირვალე ჩრდილი საფლავისა,თითქოს არც კი არსებულიყოს და ასე თავდება მუდამ უკვდავი ზღაპარი ჩვენის ცხოვრებისა…” (ავტორი გენია.ჯი)* * *
“სადაც უნდა ვიყო,ყველგან,ყოველთვის მარტოობა ჩემი თანამგზავრია.მუდამ თან მდევს,როგორც აჩრდილი,ვით შურისმაძიებელი ლანდი,გარეწარ კაენს თან რომ სდევდა.დიდი ხანია,რაც მას ვიცნობ,არ ყოფილა ერთი წამი ჩემს ცხოვრებაში,რომ ის ჩემთან არ ყოფილიყო”.
* * *
“მეც ვგრძნობ,რომ სოფელი და ადამიანი ცოდვის მორევში ჩაეფლა და ოდესღაც წმინდა,ვით კამკამა წყალი ამ ნაკადისა,ადამიანის გული ბოროტების სავანედ გადაქცეულა…” (ავტორი გენია.ჯი)