მაქს ეივე – “ეპიზოდი”

დიდი ნიდერლანდელი მოჭადრაკის,რიგით მეხუთე მსოფლიო ჩემპიონის ჭადრაკში და საერთაშორისო გროსმეისტერის – მაქს ეივეს (1901-1981 წლები) ოთხმოცი წლის იუბილის აღსანიშნავად დიდი წვულება იქნა გამართული.წვეულების მიმდინარეობისას,ერთ-ერთი სტუმარი ფეხზე წამოიმართა და მაქს ეივეს სადღეგრძელო მეტად მაღალფარდოვანი სიტყვებით წარმოთქვა.სიტყვის დასასრულს კი ხაზი გაუსვა იმას,რომ იუბილარმა ისე მოაწია 80 წლის ასაკს,არც საჭადრაკო სამყაროში და არც ცხოვრებაში ერთი მტერიც კი არ გაუჩენია,რაც დიდი იშვიათობააო.

მოულოდნელად ფეხზე წამოდგა იუბილარიც.იგი ერთობ ჩაფიქრებული და დანაღვლიანებული ჩანდა.თვალი გადაავლო სუფრაზე მოწვეულ დამსწრე საზოგადოებას და მცირეოდენი დუმილის შემდეგ დანანებით წარმოთქვა:

- დიახ,მეგობრებო! ვაღიარებ,რომ არა მყავს მტრები! თუმცა სამწუხაროდ,ეს მაუწყებელია იმისა,რომ არასწორად მიცხოვრია ამქვეყნად! (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>