სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი – (ვუნდერკინდი მოჭადრაკე)
სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი – დაიბადა 1911 წლის 26 ნოემბერს თანამედროვე პოლონეთის პატარა ქალაქ ოზორკუვში (ყოფილი რუსეთის იმპერია).იგი წარმოადგენდა პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მოჭადრაკეს,გროსმეისტერსა და ამერიკის შეერთებული შტატების 7-გზის ჩემპიონს ჭადრაკში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სამუელმა თავისი უნიკალური საჭადრაკო გონებრივი შესაძლებლობების გამომჟღავნება ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში დაიწყო,ხოლო ოთხი წლის ასაკში უკვე “ვუნდერკინდად” იქნა აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი) რვა წლის რეშევსკი,მიუხედავად იმისა რომ პროფესიონალი მოჭადრაკე არ გახლდათ,იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილ მოჭადრაკეებს ტოლს არ უდებდა და უმეტეს წილად მათთან თამაშში გამარჯვებული გამოდიოდა. 1920 წლის ნოემბრის თვეში პოლონელი ვუნდერკინდის ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ი გადავიდა,სადაც მათი ოჯახის შემოსავლის უმთვრეს წყაროს პატარა სამუელის საჭადრაკო ტალანტი წარმოადგენდა.მან არა მარტო დაამარცხა ვენის საჭადრაკო კლუბის დიდი მოჭადრაკეები (მათ შორის დიდი უნგრელი გროსმეისტერი ვულფიც,რომელიც აცხადებდა,რომ წერტილს დაუსვამდა “პატარა კაცის” ესოდენ დიდ წარმატებას),არამედ ამ უნიკალური ინტელექტუალური თამაშის საჭადრაკო სეანსებიც კი ჩაუტარა მათ.სწორედ ვოლფის დამარცხების შემდეგ უწოდეს სამუელს – “პატარა მონსტრი”.რეშევსკი აშშ-ის მრავალ ქალაქში ახდენდა თავისი ბრწყინვალე საჭადრაკო შესაძლებლობების დემონსტრირებას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სამუელს არა მარტო სკოლაში არ უვლია არასოდეს,არამედ ილუსტრირებული წიგნებიც კი არ ჰქონია დიდი ხნის განმავლობაში ნანახი.მიუხედავად ამისა, 13 წლის ასაკში მისი ბუნებრივი მათემატიკური გონება შესაძლებლობას აძლევდა იმისა,რომ ბრწყინვალედ ამოეხსნა ისეთი რთული მათემატიკური თავსატეხები,რომელსაც ვერც მისი თანატოლები და ვერც უფროსი ასაკის მქონე მოსწავლეები ვერ ხსნიდნენ.რეშევსკი მოგვიანებით წერდა: “ექვსი წლის მყოფი ბავშვისათვის ჭადრაკი სულის მოთქმად მექცა.იგი ჩემი ერთადერთი ის ბუნებრივი ფუნქცია და დანიშნულება გახლდათ,რომელიც ჩემგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვდა.სწორი სვლები გონებაში თავად მომდიოდა და დღემდე არავისთვის არ შემიძლია ახსნა,თუ საიდან შემეძლო ეს ყოველივე”. 1933 წელს რეშევსკიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტი დაამთავრა,სადაც საბანკო სპეციალობას დაეუფლა.რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა ბუღალტრად.მიუხედავად ამისა,სამუელი ჭადრაკის თამაშს მაინც აქტიურად განაგრძობდა.ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ყოფნისას იგი სათამაშოდ გამოიწვია დიდმა იუგოსლაველმა მოჭადრაკემ და გროსმეისტერმა – ვიდმარმა.მან თამაშის დაწყებისას სათანადოდ არ შეაფასა რეშევსკის შესაძლებლობები,რის გამოც უდიდესი ძალისხმევა და დიდი დრო დასჭირდა მისი ახალგაზრდა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.მოგვიანებით სამუელმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საჭადრაკო ჩემპიონატებში სადაც 1936, 1938, 1940, 1941, 1942, 1946, 1969 და 1972 წლებში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.მისი საერთაშორისო კარიერა დაიწყო 1935 წელს “Margate”-ს საერთაშორისო ტურნირში,სადაც გამარჯვება მოიპოვა.აღნიშნულ ტურნირზე მან დაამარცხა ისეთი დიდი კუბელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი,როგორიც გახლდათ – ხოსე რაულ კასაბლანკა-ი-გაუპერა.ერთი წლის მოგვიანებით ნოტინგემში გამართულ ტუტნირზე მესამე ადგილი დაიკავა.გარდა ზემოაღნიშნული ტურნირებისა,წარმატებული გამოსვლები ჰქონდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც.სამუელ გერმან “სემი” რეშევსკის საჭადრაკო კარიერის პიკად 1948 წელს ჰააგასა და მოსკოვში გამართული მსოფლიო ჩემპიონობისათვის გამართული მატჩ-ტურნირი გახლდათ,სადაც მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. 1930-1960-იან წლებში სამუელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკედ იყო აღიარებული.საინტერესოა ის გარემოება,რომ იუდეური რწმენის მქონე რეშევსკის თხოვნით არაერთხელ იქნა გადადებული ის უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო პარტიები,რომელშიც მას შაბათ დღეს (შაბატს) უნდა მიეღო მონაწილეობა.პატარა მონსტრად” წოდებული გენიალური მოჭადრაკე – სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი გარდაიცვალა 1992 წლის 4 აპრილს 80 წლის ასაკში ნიუ-იორკში.საყურადღებოა ისიც,რომ სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ლეგენდარული ამერიკელი მოჭადრაკის ბობი ფიშერის ავანსცენაზე გამოსვლა,რომელმაც ბრწყინვალე საჭადრაკო კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო.თავისი ამპარტავნული ბუნებით ცნობილი ფიშერი საკუთარ თავს სამუელზე ადრეულ ვუნდერკინდად რაცხავდა აცხადებდა: “მე არა მარტო ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე,არამედ ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეც ვარო”, – და ეს მაშინ,როდესაც თავად სამუელი მოკრძალებულად შენიშნავდა: “მე თანახმა ვარ მე-19 ადგილზე გავიდე,იმ შემთხვევაში,თუკი ფიშერი მეოცეზე გავაო”. (ავტორი გენია.ჯი)
სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი