გორგო – “ეპიზოდი”

გორგო (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 510-480 წლები) – წარმოადგენდა ლეგენდარული სპარტელი მეფისა და თერმოპილეს განუმეორებელი ბრძოლის უმთავრესი გმირის ლეონიდას I-ის მეუღლეს,სპარტის დედოფალსა და კლეომენეს I-ის ქალიშვილს (საყურადღებოა ის გარემოება,რომ ლეონიდასი და კლეომენე ღვიძლი ძმები იყვნენ.შესაბამისად,ლეონიდასს ცოლად საკუთარი ძმისშვილი ჰყავდა).როგორც ცნობილია,სპარტაში ქალების აზრსა და სიტყვას დიდი გავლენა ჰქონდა და ისინი სპარტელ მამაკაცებზე არანაკლები სახელით სარგებლობდნენ.ასევე იყო რაღა თქმა უნდა გორგოს შემთხვევაშიც.როდესაც ერთ-ერთმა უცხოელმა ქალბატონმა სპარტის დიდებულ დედოფალს უთხრა: “თქვენ,ლაკედემონელი დედაკაცები,ერთადერთი ხართ ქვეყანაზე,რომლებიც ვაჟკაცებზე მბრძანებლობთო”,- გორგომ ერთმნიშვნელოვნად მიუგო: “ნამდვილ ვაჟკაცებსაც მხოლოდ ჩვენ ვშობთო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>