ნუმა პომპილიუსი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც რომის რიგით მეორე ლეგენდად ქცეულმა მეფემ – ნუმა პომპილიუსმა (ძვ.წ.აღ-ით 753-674 წლები) ძლაუფლება აიღო ხელში,პირველი რაც გააკეთა გახლდათ ის,რომ დაშალა რომის საუკეთესო მებრძოლებისაგან შემდგარი პირად მცველთა სამასკაციანი რაზმი სახელწოდებით – “კელერები” (თარგმანით – “მარდები”),რომლებიც ცნობისათვის რომის დამაარსებელსა და პირველ მეფეს – რომულუსს იცავდნენ.აღნიშნული საკითხის შესახებ კი ნუმა პომპილისუმა განაცხადა: “არ შეიძლება არ ვენდო მათ,ვინც მე ნდობა გამომიცხადა და არც ის მსურს ვიმეფო მათზე,ვინც მე არ მენდობაო”. (ავტორი გენია.ჯი)