პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ ესპანელ მხატვარს,მოქანდაკესა და კუბიზმის ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),სახვითი ხელოვნების კორიფეების მიერ შესრულებული ბრწყინვალე სურათების კოლექცია გააჩნდა.მის კოლექციაში დაცული იყო ისეთი ვირტუოზი ხელოვანების ნამუშევრები,როგორებიც გახლდნენ – ანრი მატისი,პოლ სეზანი,პიერ ოგიუსტ რენუარი,ჟოან მირო და სხვები.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ პიკასო თავის შედევრებს უიშვიათესად აწერდა თავის სახელს.ერთ დღეს მის სახელოსნოს ეწვია პაბლოს შეყვარებული ქალი – ფრანსუაზა ჟილო.ფრანგმა მხატვარმა და გრაფიკოსმა ქალმა შეამჩნია,რომ სხვა გენიოსების სურათებისაგან განსხვავებით,პაბლოს არც ერთ სურათს მისი ხელმოწერა არ გააჩნდა,რის გამოც პიკასოსაგან განმარტება მოითხოვა.პაბლომ კი თავისი ასეთი საქციელი ფრანსუაზას შემდეგი წინადადებით განუმარტა:
- ხელმოუწერელი სურათი,გაცილებით ძნელი გასაყიდია,თუ მოიპარავენ.თანაც ხელმოწერა – თავისებური დამშვიდობებაა… სურათს მე მხოლოდ მაშინ ვაწერ ხელს,როცა ვგრძნობ,რომ ყველაფერი ვთქვი და როცა იქ აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, და რომ ამიერიდან შეუძლია დამოუკიდებლად იცხოვროს… (ავტორი გენია.ჯი)