მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”
1564 წლის 18 თებერვალს იტალიის დედაქალაქ რომის ერთ-ერთ უღარიბეს უბანში,საკუთარ სახლში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური იტალიელი მოქანდაკე,მხატვარი,არქიტექტორი,პოეტი და მოაზროვნე – მიქელანჯელო ბუონაროტი.მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს,აწ გარდაცვლილი გენიოსის ბინაში რომის პაპის წარმომადგენლები გაბატონდნენ.ისინი გულდასმით ეძებდნენ მიქელანჯელოს მიერ შედგენილ სხვადასხვა სახის დოკუმენტებს,თუმცა უშედეგოდ,რადგან ბუონაროტიმ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ყველა სახის დოკუმენტაცია,მათ ორის პოემები ცეცხლს მისცა.რამდენიმე დღეში კი,მიქელანჯელოს ცხედარი უგზო უკვლოდ დაიკარგა (იგი საიდუმლოდ გადაასვენეს ფლორენციაში).რას ეძებდნენ რომის პაპის წარმომადგენლები მიქელანჯელოს ბინაში,დიდი ხნის მანძილზე ბურუსით იყო მოცული.თუმცა,საუკუნეების გასვლის შემდგომ გამოჩენილმა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ და მკვლევარმა – ანტონიო ფორჩელინომ,აღნიშნულ საიდუმლოს ფარდა ახადა. (ავტორი გენია.ჯი) ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა “სიქსტეს კაპელასა” და სხვა კათოლიკური სულისკვეთებით გაჟღენთილი შედევრების შემქმნელი ბუონაროტი,ერთ-ერთი საიდუმლო რელიგიური ორგანიზაციის წევრი თუ იქნებოდა.თუმცა ეს სწორედ ასე იყო,რასაც ესოდენ გულდასმით მალავდა გენიალური ხელოვანი.ეს ფაქტი,რომ მის სიცოცხლეში გაეგოთ,რასაკვირველია მას აუცილებლად ერეტიკოსობაში დასდებდნენ ბრალს და ინკვიზიციის მსახვრალი ხელით დაღუპავდნენ კიდეც.სპეციალისტები,რიგი გარემოებებისა და ფაქტების მიხედვით ასკვნიან,რომ მიქელანჯელო თავისი რელიგიური გრძნობებით არა კათოლიკე,არამედ პროტესტანტი უფრო იყო,რაც თავის უკვდავ შემოქმედებაში შეფარულად,თუმცა მაინც წარმოაჩინა.მათ შორის ისეთ ქმნილებებში,როგორებიც არის რომის პაპის საფლავისათვის დამზადებული დიდებული ქანდაკება,”სიქსტეს კაპელა” და “საშინელი სამსჯავრო”.აღნიშნულ ფრესკებზე გამოსახულმა უამრავმა შიშველმა ფიგურამ,არა მარტო კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების აღშფოთება,არამედ საერო კათოლიკეების დიდი აღშფოთებაც გამოიწვია.მიუხედავად იმისა,რომ ბუონაროტის თავად რომის პაპმა სიქსტუს IV-მ სთხოვა ფრესკაზე დატანილი შიშველი ფიგურები ტანისამოსით წარმოედგინა,მან აღნიშნულ წინადადებაზე უარი განაცხადა.ბუონაროტის პროტესტანული რწმენის შესახებ ინფორმაცია რომის კათოლიკური ეკლესიისათვის ძალიან გვიან გახდა ცნობილი და სწორედ ამ ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებს ეძებდა რომის პაპის წარმომადგენლები მის ბინაში მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდეგ.მათ არ სურდათ ვატიკანის ტაძრების შედევრების შემოქმედის პროტესტანტული რწმენა საჯაროდ გამხდარიყო ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)