ნოდარ დუმბაძე წერდა…

„იმ გრძნობებს შორის, რომელიც ადამიანს გააჩნია, ყველაზე კეთილშობილური სიყვარულია. თუ რა არის სიყვარული, ეს საკაცობრიო პრობლემაა და მე არც შევეცდები მისი ნორმების ან კანონების დადგენას. ერთი კი ცხადია, რომ სიყვარული იწყება ცალმხრივიდან და გრძელდება მრავალმხრივამდე”.

* * *

„მზე მთლიანად ჩაესვენა. ოფიციალურად დაღამდა”.

* * *

„ადამიანის ცხოვრება სავსეა ისეთი მოულოდნელი ამბებით, რომელთა ცოდნაც ყველასათვის არ არის სავალდებულო, განსაკუთრებით იმ პირთათვის, რომლებსაც ჩვენზე კარგი წარმოდგენა აქვთ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კითხვა: რა უფრო ადვილი დასაწერია – იუმორისტული მოთხრობა თუ რომანი?

პასუხი: ორივე ადვილი დასაწერია, თუ იცი,რას წერ”.

* * *

რატომ მეგონენ ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოხეკილები?

ველად რომ გავიჭერ, ტარიელივით, მივიხედ-მოვიხედე, გავიკითხ-გამოვიკიხე, მაინც ვისთან მაქვს საქმე, რა ხალხითაა დასახლებული ეს ველი-მეთქი და რა გამოვარკვიე? ხალხი: მშვენიერი, თვინიერი, ლმობიერი, ბრძენი, გამრჯე, მოსიყვარულე, თვალწარმტაცი, მაღალი, უხვი, მდაბალი… მაგრამ რათ გინდა? გვარებს რას უშვრები? – ფრანგიშვილი, ბერძენიშვილი, ებრალიძე, რუსიშვილი, არაბული, სომხიშვილი, აფხაზავა, ოსაძე, ალანია, თათარაშვილი, ჩერქეზია, ლეკიშვილი, ჩაჩანიძე, თურქია, იორდანიშვილი, კამიკაძე… აქ გონიერი მეცნიერი და თავმოყვარე კაცი გაჩერებას და გაჩუმებას არჩევდა, მაგრამ მეცნიერულმა სინდისმა არ მომცა უფლება, დამემალა ასეთი მამხილებელი ფაქტები, რომლებიც მიწას ხეთქენ და ქვას ხვრეტენ”.

* * *

„გოეთემ ბრძანა – გამოგონებას ნიჭი უნდაო, აღმოჩენას – იღბალი, ორივეს ერთად კი – სულიო…”

* * *

„ – ღვთის შვილია ყოველივე ბუნებისმიერი და ამიტომ სრულ ჰარმონიაში უნდა ვიყოთ ერთმანეთთან”.

* * *

„ქართლის ცხოვრებაში ჩვენთვის ერთი ფრიად არასასიამოვნო ამბავი წერია, თუ გახსოვთ. დავით აღმაშენებლის მეისტორიე წერს:

“…ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, პირველთაგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>