პოლიტიკოსები ამბობდნენ…

1. „ვფიქობ, რუსეთი დღემდე იმ პრობლემას ებრძვის, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მოჰყვება: ესაა კითხვები, თუ სად იწყება იგი და სად მთავრდება; რა არის მის მფლობელობაში და რა – არა; სადამდე ვრცელდება მისი გავლენა და სად ესმება მას წერტილი”. – ვაცლავ ჰაველი

* * *

2. „XXI საუკუნეში მოვიმკით იმას, რასაც XX საუკუნეში დავთესავთ”. – მიხეილ გორბაჩოვი

* * *

3.  „პერიოდულად, მმართველი კლასის წარმომადგენლებმა პარლამენტში ხალხის ნება ფეხით უნდა გათელონ. აი, ეს არის ბურჟუაზიული პარლამენტარიზმის ჭეშმარიტი არსი”. – ვლადიმერ ლენინი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „თუკი ფაშიზმი კანონსაწინააღმდეგო ძალას წარმოადგენს, მაშინ მთავარი კანონდამრღვევი მე ვარ”. – ბენიტო ამილკარე მუსოლინი

* * *

5. „ხელისუფლებაში რომ მოვალ, არც ერთ ქვეყანას ხარკს აღარ გადავუხდი და ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიზმს საბოლოოდ აღმოვფხვრი”. – ადოლფ ჰიტლერი

* * *

6. „დემოკრატიასა და სახალხო დემოკრატიას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ჩვეულებრივ პერანგსა და გიჟის მოსათვინიერებელ პერანგს შორის”. – რონალდ რეიგანი

* * *

7. „არ უნდა დავუშვათ, რომ საბოლოოდ ყველანი ერთმანეთს დაემსგავსონ”. – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი

* * *

8. „ძალით წაღებულს მხოლოდ ძალით დაიბრუნებ”. – გამალ აბდელ ნასერი

* * *

9. „რა დავაშავეთ ასეთი, რომ ოცდაათი წელი უსამშობლოდ, უპასპორტოდ, უფლებაწართმეული, ლტოლვილის სტატუსით ვცხოვრობთ?” – იასირ არაფატი (პალესტინის ავტონომიის მეთაური)

* * *

10. „მე დავრწმუნდი, რომ ბოროტებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთესთან თანამშრომლობა”. – მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი (ავტორი გენია.ჯი)

* * *

11. „ჩემის აზრით, სუფთა თამაშის წესების უგულებელყოფა მუდამ მარცხით მთავრდება”. – ჯონ ფიცჯერალდ კენედი

* * *

12. „ყოველ ერს უნდა ჰქონდეს თავისი რელიგია – ეს არის ერის არსებობის ურყევი კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არასრულფასოვანია”. – მუამარ კადაფი

* * *

13. „ჩვენი რელიგია აღიარებს ნებისმიერი ადამიანის უფლებას – მიიღოს ან უარყოს ისლამი”. – აიათოლა ჰომეინი

* * *

14. „ხალხის ნებას ვერანაირი ახალი იარაღით ვერ დათრგუნავ”. – მაო ძედუნი (ავტორი გენია.ჯი)

* * *

15. „მეტი უნდა გავაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ”. – დენ სიაოპინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>