ყველაზე სახელგანთქმული თოჯინა – (საოცარი ისტორია)
პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი ვენტროლოგი,მსახიობი და შოუმენი - მარიან ჩაიკოვსკი 1876 წელს დაიბადა პოლონეთში.მისი ადრეული ბიოგრაფიიდან ცნობილი პრაქტიკულად არაფერია.საინტერესოა ის გარემოება,რომ სწორედ იგი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც გამოიგონა ვენტროლოგიის სპეციფიკური მეთოდი (სასცენო ხელოვნება,რომლის დროსაც ადამიანი ლაპარაკობს ტუჩების გაუნძრევლად და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება,თითქოს ხმა მისი მუცლიდან მოდის),რომლის დროსაც თავად ჭიქით სვამდა წყალს,ხოლო მისი შოუს მთავარი შემოქმედი,ხისგან დამზადებული თოჯინა,სახელად - ფრენკ ბაირონ-უმცროსი,რაიმე ისტორიას ყვებოდა.აღნიშნულ პროცედურას მარიანი გასაოცარი პროფესიონალიზმით ასრულებდა,რაც მის მიერ გამართული ამა თუ იმ თეატრალური წარმოდგენების დიდ პოპულარობას იწვევდა.
ადრეული ისტორიის ხანგრძლივი დროის განმავლობაში,იმ ადამიანებს,რომელთაც ვენტროლოგიის უნარი გააჩნდათ,დემონებით შეპყრობილებად მოიხსენიებდნენ (ვენტროლოგია,როგორც მუცლითმეტყველება ბიბლიაშიც არის მოხსენიებული).ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ვენტროლოგიის ხელოვნება სხვადასხვა ეპოქებში მრავალი ავანტურისტის მიერ იქნა გამოყენებული.მათ შორის ისეთი დიდი იტალიელი მისტიკოსისა და ავანტურისტის მიერ,როგორიც გახლდათ – ალესანდრო კალიოსტრო. (ავტორი გენია.ჯი)
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდგომ,მარიან ჩაიკოვსკიმ ფსევდონიმად – “დიდი ლესტერი” აირჩია.როგორც თავად ლესტერი ამბობდა,მან თავისი ხელით დაამზადა ხისგან თოჯინა,რომელსაც ფრენკ ბაირონ-უმცროსი უწოდა.თუმცა,ამ ფაქტს არ ადასტურებდა ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალი “Coronet”-ი,რომელიც ირწმუნებოდა,რომ ეს სკანდალურად ცნობილი თოჯინა დამზადებული იქნა ჩიკაგოელი ოსტატის ფრენკ მარშალის მიერ (ისიც წარმომავლობით პოლონელი გახლდათ,გვარად – მარშალევსკი).თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ თოჯინა მანამ იქნა დამზადებული ჩიკაგოს სახელოსნოში,სანამ იქ მუშაობას რენკი დაიწყებდა.შესაბამისად,დიდ ლესტერად წოდებული მარიანის გადმოცემა უფრო დგას სიმართლესთან ახლოს.
“თანამედროვე მუცლისმეტყველების ბაბუად” წოდებულმა ლესტერმა,ვენტროლოგიის სრულიად ახალი სპეციპიკური მეთოდი პირველად 1921 წელს გამოიყენა.მას შემდეგ,მარიანის შოუებზე მუდმივად ანშლაგი იყო. 1924 წელს დეტროიტში გამართული ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენისას,ლესტერი დარბაზის რიგებს შორის დადიოდა,ხოლო მისი სცენაზე მყოფი თოჯინა კი ანეკდოტებსა და სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს ყვებოდა (რაღა თქმა უნდა ამ დროს იგი პირს არ ღებდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თითქოს თოჯინა ლაპარაკობდა).შოუზე დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონება ერთმა ანეკდოტმა დაიმსახურა და დარბაზში ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა რომ,სამ ადამიანს ინტენსიური და არაკონტროლირებადი სიცილისაგან ასფიქსია განუვითარდა,რამაც მათი ადგილზევე დაღუპვა გამოიწვია.სამი ადამიანის დაღუპვას საქმეში პოლიციის ჩართვა მოჰყვა.მოწმეები ირწმუნებოდნენ,რომ სიცილი გამოწვეული გახლდათ არა ლესტერის,არამედ მისი თოჯინის – ფრენკ ბაირონ-უმცროსის მიერ მოყოლილი ანეკდოტისაგან.შესაბამისად,გამოძიებამ ლესტერს ბრალი ვერ წაუყენა,თუმცა დაკავებულ იქნა მისი ხისაგან დამზადებული თოჯინა.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მას ბრალი დასდეს სამმაგ გაუფრთხილებელ მკვლელობაში,თუმცა რადგანაც იგი უბრალო თოჯინა იყო და დაკითხვაზე პასუხებს ვერ იძლეოდა – საქმე დაიხურა,თოჯინა კი ლესტერს უკანვე დაუბრუნეს. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად ლესტერის დიდი პოპულარობისა,იგი სატელევიზიო ეთერში მხოლოდ ერთხელ (1951 წელს) გამოჩნდა.მას ამ დროს სტუდიაში მიყვანილი ჰყავდა არა მარტო სკანდალურად ცნობილი თოჯინა – ფრენკ ბაირონ-უმცროსი,არამედ სხა ორი თოჯინაც,სახელწოდებებით – ბროდვეელი ედი და ელმერ ჯონსი.
მარიან ჩაიკოვსკი გარდაიცვალა 1956 წელს.მისი საყოველთაოდ ცნობილი თოჯინა კი დღემდეა დაცული კენტუკის შტატში მდებარე ვენტ-ჰეივენის მუზეუმში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ ფრენკ ბაირონ-უმცროსის თოჯინა იქცა იმ მრავალი საშინელებათა ფილმის სულისჩამდგმელ პროტოტიპად,სადაც მკვლელ პერსონაჟებს სხვადასხვა თოჯინები წარმოადგენენ. (ავტორი გენია.ჯი)
მარიან ჩაიკოვსკი (დიდი ლესტერი)
P.S. ზემოთ განთავსებული ფრენკ ბაირონ-უმცროსის ფოტო გადაღებულ იქნა 1924 წელს დეტროიტის ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში