მადლენ კორბელ ოლბრაიტი – “ეპიზოდი”
მადლენ კორბელ ოლბრაიტი (ნამდვილი სახელი და გვარი – მარია იანა კორბელოვა) - წარმოადგენს ჩეხეთში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე იმ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს,რომელიც აშშ-ის ისტორიაში შევიდა,როგორც ქვეყნის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი (1997-2001 წლები).მან არა მარტო დიდი დიპლომატიური ტალანტით გაითქვა სახელი,არამედ იმითაც,რომ განსაკუთრებულად დიდი სიყვარულით გამოირჩევა ერთ-ერთი საიუველირო ნაკეთობების – ბროშკების (გულსაბნევების) მიმართაც.საინტერესოა ის გარემოება,რომ სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შესრულებისას,თითოეული მის ტანისამოსზე დამაგრებული გულსაბნევი,აუცილებლად შეიცავდა ამა თუ იმ პოლიტიკურ გზავნილს.ჟურნალისტები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ გაეშიფრათ მადლენის თითოეული ასეთი ფარული პოლიტიკური გზავნილი და საბოლოოდ გაშიფრეს კიდეც.მაგალითად: გველის გამოსახულების მქონე საიუველირო გულსაბნევი მას შემდეგ დაიბნია გულზე,რაც მას ერაყის დიქტატორმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა – გველი უწოდა; რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე – ხოჭოს ფორმის გულსაბნევით მას შემდეგ გამოცხადდა,რაც აშშ-ის სპეცსამსახურებისაგან მიიღო ინფორმაცია სხდომათა დარბაზში განთავსებული მოსასმენი აპარატურის შესახებ; წითური ფერის მელიის გამოსახულებიან გულსაბნევს მადლენ ოლბრაიტი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ატარებდა; იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს,სპეციალურად შეიძინა თხის გამოსახულებიანი გულსაბნევი,რადგან ბოსნიელი სერბების ლიდერმა – რადკო მლადიჩმა მის მფლობელობაში არსებულ ფერმაში ერთ-ერთ თხას – მადლენი უწოდა; ამერიკის შეერთებული შტატების,როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს სიმბოლოდ – არწივის ფორმის მქონე გულსაბნევს ატარებდა (სწორედ აღნიშნული გულსაბნევი ეკეთა მას ფიცის დადების დროს).
მადლენ ოლბრაიტს თავის კოლექციაში 300-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის გულსაბნევი აქვს.მისი სიყვარული ამ საიუველირო ნაკეთობების მიმართ იმდენად დიდია,რომ წიგნიც კი გამოსცა – “წაიკითხეთ ჩემი გულსაბნევები: ისტორიები დიპლომატიური ზარდახშიდან”. (ავტორი გენია.ჯი)