ალექსანდრე პუშკინი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელმა - ალექსანდრე პუშკინმა (1799-1837 წლები),გერმანული წარმომავლობის მქონე ცნობილი რუსი ქირურგისა და ლეიბ-მედიკოსისგან – ნიკოლოზ არენდტისაგან შეიტყო ცნობა იმის შესახებ,რომ დანტესის მიერ დუელში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო,უმალვე გაუგზავნა წერილი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ს.აღნიშნულ წერილში მომაკვდავი პუშკინი ბოდიშს უხდიდა იმპერატორს იმისათვის,რომ მან დაარღვია ის საიმპერატორო ბრძანება,რომლის თანახმადაც რუსეთის იმპერიაში დუელები კატეგორიულად იკრძალებოდა.წერილის ბოლოში კი პუშკინი აღნიშნავდა: “ველოდები მეფის სიტყვას,რათა მშვიდად მოვკვდე”…
ნიკოლოზ I-მა მიიღო-რა დუელში სასიკვდილოდ დაჭრილი ალექსანდრეს წერილი,მასთან უმალვე აფრინა საპასუხო წერილი:
“თუკი ეს ღვთისაგან უკვე განსაზღვრულია,მაშინ მე გიგზავნი ჩემს პატიებას და გაძლევ უკანასკნელ რჩევას – მოკვდე,როგორც ნამდვილი ქრისტიანი.მეუღლესა და ბავშვებზე არ ინერვიულო,მათ მოვლა-პატრონობას საკუთარ თავზე ვიღებ”.
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნიკოლოზ I-მა თავისი ვაჟის,რუსეთის მომავალი იმპერატორის – ალექსანდრე II-ის აღმზრდელსა და მასწავლებელს – ალექსანდრე პუშკინს,დაპირება ღირსეულად შეუსრულა და არა მარტო აწ გარდაცვლილი პოეტის ოჯახს დაეხმარა ფინანსურად,არამედ მის მიერ სიცოცხლეში აღებული საკმაოდ დიდი ვალებიც გადაიხადა. (ავტორი გენია.ჯი)