“ვინ სთქვა,რომ ერთხელ იბადები ადამიანი”

ვინ სთქვა,რომ ერთხელ იბადები ადამიანი,

თუ ჭეშმარიტი შემეცნებით შეიცნე ღმერთი,

მე,რამდენჯერმე შევესწარი ჩემს დაბადებას

და ძველის უხმო მოკვდინებას ჩემსავე ფერხთით

* * *

ყოველ ცისმარეს,როცა ზეცა მზის სხივში კვდება,

როცა სამრეკლოს მოგუგუნე რეკენ ზარები,

სულის სიღრმიდან ვგრძნობ საოცარ ზე-აღმაფრენას,

და ზიარების საიდუმლოს ვხვდები ხარებით.

* * *

ღრმად გაღებული საკურთხევლის შუქი სჭრის თვალებს,

ოქროს ბარძიმთან მიახლება გიდაღავს სხეულს

და მაცხოვარი ზეციური დასის თანხლებით

შენს უხილავად გულში გიკრავს ყველასგან ეულს.

* * *

წამს,დედა ღვთისას უტკბილესი ღიმილით თბები

და იბადება შენი სული იქვე,ხელახლა,

შენი ცხოვრება,სპეტაკ ფურცლით იწყება ისევ

და იფერფლება ცოდვით სავსე მძიმე ხელადა.

* * *

ვინ სთქვა,რომ ერთხელ იბადები ადამიანი,

თუ ჭეშმარიტი შემეცნებით შეიცნე ღმერთი,

მე,რამდენჯერმე შევესწარი ჩემს დაბადებას

და ძველის უხმო მოკვდინებას ჩემსავე ფერხთით

კომენტარის დატოვება