ნიკიტა ხრუშოვი – “ეპიზოდი”
1962 წელს მოსკოვში მდებარე მანეჟის ისტორიულ შენობაში მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილი იქნა ავანგარდული მიმდინარეობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.იმ საბჭოთა მხატვრებმა,რომელთა ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი მანეჟში,არაფერი უწყოდნენ იმის შესახებ,რომ მათ მიერ მოწყობილ გამოფენას თავისი ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვი ეწვეოდა.ხრუშჩოვმა საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ავანგარდული ხელოვნების ნიმუშები სამჯერ დიდი გულისყურით დაათვალიერა,თუმცა,როგორც აღმოჩნდა ამ შესანიშნავ ხელოვნებას ვერაფერი გაუგო და გაღიზიანდა.მოულოდნელად,მან სურათების ავტორები თავისთან იხმო.იგი დაინტერესდა მხატვრების წარმომავლობით,მათი მშობლებითა და სხვა უამრავი გარემოებებით.კითხვა-პასუხი როდესაც დასრულდა,ნიკიტა ხრუშჩოვმა ხმას აუწია და მხატვრებს განრისხებული კილოთი მიმართა: “თქვენ რა,ხატვა არ იცით? ჩემი შვილიშვილი ბევრად უფრო კარგად ხატავს,ვიდრე თქვენ.თქვენ რა,ნამდვილი მამაკაცები არა ხართ? ეს ხომ ხელოვნების გათახსირებაა?! როგორ შეიძლება ასეთი სურათების დახატვა.ვფიქრობ,რომ თქვენ სინდისი არა გაქვთ!”
რამდენიმე დღის შემდეგ,ავანგარდული ხელოვნებით აღშფოთებულმა ხრუშჩოვმა საბჭოთა ინტელიგენციასთან გამართა შეხვედრა,სადაც ზემოაღნიშნულ ფაქტზე გაამახვილა ყურადრება.საბჭოთა ავანგარდული მიმდინარეობის მხატვრების შესახებ კი ასეთი განცხადება გააკეთა: “ამ უვიც მხატვრებს ასწავლიდნენ ხალხის ფულით,კვებავდნენ ხალხის მიერ მოყვანილი პურით,ამიტომ ისინი ვალდებული არიან ხალხისათვის იმუშაონ. და ვისთვის მუშაობენ ისინი,თუ ხალხმა მათი შემოქმედება ვერ გაიგო?” (ავტორი გენია.ჯი)