ბესიკ ხარანაული – “სადაც მე დავიმარხები”…
იმდენი გოგო მიყვარდა,
ვერ გავიხსენებ სიასა,
სადაც მე დავიმარხები,
ნეტა იმ ეკლესიასა!
არავის გავეყრებოდი,
თუ შემძლებოდა მეასა,
სუყველას დავიტოვებდი,
თეთრ-ყვითელ-შავტაკიანსა,
მაგრამ რა ვუყოთ,ცხოვრება
ფრთებს აცლის ჩიტსა ბწკლიანსა,
სუყველამ წლები წამართვა,
რა შესწევს ადამიანსა,
ერთი დღეც არ დაუტოვეს
პატარა გოგო ნიასა,
რომელსაც მე ვურჩევნივარ
თუთას,ბალსა და ქლიავსა…
სადაც მე დავიმარხები,
ნეტა იმ ეკლესიასა.