იცით თუ არა,რომ

1. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ფრანგულ კუნძულ კორსიკაზე,სადაც ნაპოლეონ I მოევლინა ქვეყნიერებას და სადაც დამკვიდებული გახლდათ სისხლის აღების ტრადიცია,სპეციალურად ვენდეტისათვის ამზადებდნენ ბასრ დანებს,წარწერით: “დაე,ყოველი შენი ჭრილობა სასიკვდილო იყოს.

2. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სიკვილმისჯილებს ტყვიის გასროლით კლავენ.თითოეული ასეთი “სასიკვდილო ტყვია” სახელმწიფოს 9 იუანი უჯდება.მას შემდეგ,რაც სიკვდილმისჯილს დახვრეტენ,გასროლილი ტყვიის საფასურს სიკვდილით დასჯილი ადამიანების ნათესავები იხდიან.იმ შემთხვევაში თუკი მას ნათესავები არა ჰყავს,ამ შემთხვევაში სიკვდილმისჯილს ციხეში რამდენიმე ხნით იმისათვის ამუშავებენ,რომ თავისივე დასახვრეტი ტყვიისათვის საჭირო 9 იუანი გამოიმუშაოს.

3. მიკრობების პირველი ინტერაქტიული ზოოპარკი 2014 წლის 30 სექტემბერს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაიხსნა. (ავტორი გენია.ჯი)

4. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და ავტორი გახმაურებული რომანისა “ულისე” – ჯეიმზ ჯოისი, 1904 წელს თავისი მომავალი მეუღლისადმი,ნორა ბარნაკლისადმი მიწერილ წერილში წერდა: “ჩემი გონება უარყოფს ყველა არსებულ წყობას და ქრისტიანობას.მე ერთნაირად მეზიზღება ჩემი ოჯახი,მიღებული მორალური ნორმები,სოციალური იერარქია და რელიგიური დოქტრინები”.

5. როდესაც მდედრი მელა კვდება,მისი წყვილი მამრი დარჩენილ სიცოცხლეს მარტოობაში ატარებს.ხოლო როდესაც მამრი კვდება,მისი წვილი მდედრი მელა უმალვე პოულობს ახალ კავალერს.

6. დიდი ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის შესანიშნავი ნაწარმოები – “ტომ სოიერის თავგადასავალი”,პირველი წიგნია,რომლის ტექსტიც მწერალმა საბეჭდი მანქანის საშუალებით დაწერა (პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1876 წელს).

7. დიდი ინგლისელი მწერლის – დანიელ დეფოს მიერ დაწერილი ნაწარმოები – “რობინზონ კრუზო” (პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1719 წელს),პირველ ინგლისურ რომანად არის მიჩნეული.

8. მეცნიერთა მტკიცების თანახმად,კატები ერთადერთი ცხოველები არიან ბუნებაში,რომლებიც საკუთარი ინიციატივით გაუშინაურდნენ ადამიანებს.

9. ციტრუსოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარე – გრეიპფრუტი,ორი სხვადასხვა ხილისაგან (ფოროხლისაგან და თურინჯისაგან) გამოყვანილი ჰიბრიდული სახეობის მცენარეა. (ავტორი გენია.ჯი)

10. “როდესაც მოვჭრით და ამოვძირკვავთ უკანასკნელ ხეს,როდესაც ჩვენი დაუდევრობით მოვწამლავთ უკანასკნელ მდინარეს,როდესაც გავანადგურებთ უკანასკნელ ცხოველებსა და ფრინველებს, – კაცობრიობა,მხოლოდ მაშინ გაათვითცნობიერებს,რომ ყველაფერი ფული არ არის”, – ამბობდნენ ინდიელები. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>