იოკო ონო – “ეპიზოდი”
ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის – ჯონ უინსტონ ონო ლენონის ხელოვანი მეუღლე – იოკო ონო,ძალიან უარყოფითად გახლავთ განწყობილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ.მის განსაკუთრებულ აღშფოთებას კი ეკლესიის მიერ ასეთი ადამიანებისადმი ჯვრისწერის ნებართვის გაცემა იწვევს.მან,აღნიშნული საკითხის შესახებ,თავისი ფანებისა და ახლობლების ვიწრო წრეში შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “თუკი ჩვენ მღვდლებს ვაიძულებთ გეებს ჯვარი დაწერონ,მაშინ,ალბათ,ქრისტეს მეორედ მოსვლასაც მალე ვიხილავთ”…
იოკო ონოს განცხადებამ მსოფლიო პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად,ლენონის მეუღლე გააკრიტიკა და ჰომოფობიაში საჯაროდ დაანაშაულა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია CNN-ის ტელეწამყვანმა – პირს მორგანმა.იოკო ონოს მიმართ იმდენად დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იქნა განხორციელებული,რომ ლენონის ქვრივი იძულებული გახდა CNN-ის პირდაპირ ეთერში საჯაროდ მოეხადა ბოდიში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. (ავტორი გენია.ჯი)