El Ateneo Grand Splendid – (მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზია)
El Ateneo Grand Splendid – წარმოადგენს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის სანტა-ფეს ქუჩაზე განთავსებულ უნიკალური არქიტექტურის მქონე წიგნების მაღაზიას,რომელიც პოპულარული ინგლისური გაზეთის The Guardian-ის მონაცემების თანახმად,მსოფლიოს ულამაზეს წიგნის მაღაზიად არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული მაღაზია დიდი არგენტინელი არქიტექტორის პერო-ი-ტორეს არმენგოს მიერ თავდაპირველად დაპროექტებული და განსაზღვრული იქნა თეატრისათვის.მისი შიდა ინტერიერის გაფორმება მიძღვნილ იქნა პირველი მსოფლიო ომის დასასრულისადმი. 1919 წელს 1050 მაყურებელზე გათვლილმა თეატრმა ფუნქციონირება დაიწყო.მის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი დიდი არგენტინელი ხელოვანები,როგორებიც გახლდნენ – იგნასიო კორსინი,რობერტო ფირპო,ფრანსისკო კანარო,კარლოს გარდელი და სხვები. გარდა ამისა, 1924 წელს იქვე დაიდო ბინა რადიოსადგურმა Radio Splendid-მა,რომელიც თეატრის სცენაზე გამართული კონცერტების ჩაწერას ანხორციელებდა. 1920-იან წლებში მას დანიშნულება შეუცვალეს და კინოთეატრის პროფილით აღჭურვეს.აღსანიშნავია ის,რომ სწორედ ამავე დაწესებულებაში გაიმართა პირველი ხმოვანი ფილმის ჩვენება არგენტინული კინემატოგრაფიის ისტორიაში. 2000 წელს ნაგებობას,არქიტექტორის – ფერნანდო მანსონეს ხელმძღვანელობით რესტავრაცია ჩაუტარდა და იმავე წელსვე El Ateneo Grand Splendid-ში წიგნის მაღაზია გაიხსნა,რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.ნაგებობაში განთავსებული ულამაზესი ფრესკები დახატულ იქნა იტალიელი მხატვრის – ნაზარენო ორლანდის მიერ.ამ უნიკალური არქიტექტურის მქონე წიგნების მაღაზიაში,გარდა სხვა აუცილებელი სექციებისა,განთავსებულია ესკალატორები და კაფე.რესტავრატორებმა ნაგებობას შეუნარჩუნეს არა მარტო თავისი პირველყოფილი ისტორიული ღირებულებები,არამედ მასში თეატრალური გარემოც ხელუხლებლად დატოვეს,რაც მართლაცდა-რომ წიგნის მოყვარულებისა და მყიდველებისათვის იდეალურ ატმოსფეროს ჰქმნის. (ავტორი გენია.ჯი)
El Ateneo Grand Splendid-ს შესასვლელი ფასადი