ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – (ნაწილი I)

ევროპის სამხრეთ ნაწილში პირენეების ქედზე მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში – ანდორის სამთავროში,არც ერთი ციხე არ არსებობს. 1864 წელს მიღებული კანონმდებლობის თანახმად,ქვეყანაში აიკრძალა საადვოკატო ინსტიტუტის არსებობა.ადვოკატებს იმ პერიოდში ანდორელები “შავ იურისტებად” მოიხსენიებდნენ,რადგან მიიჩნევდნენ,რომ მათ შეეძლოთ შავი თეთრად წარმოეჩინათ.სხვათაშორის,ანდორის სამთავრო ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში,სადაც საფოსტო მომსახურება უფასოა.

კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარე კუნძულოვან ქვეყანას – ანტიგუა და ბარბუდას,ადგილობრივი ინდიელები – “ვადალის” უწოდებენ,რაც ითარგმნება,როგორც – “ჩვენი საკუთრება”.

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე – ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ძირძველი მოსახლეობა – ბერბერები არიან და არა არაბები.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ სახელმწიფოში არც ერთი მართლმადიდებლური ეკლესია არ არსებობს (ასევე არ არსებობს არც ერთი მაკდონალდსის რესტორანი).

ალჟირელ სამხედრო მოსამსახურებს კატეგორიულად ეკრძალებათ უცხოელზე დაქორწინება.ქვეყანაში არსებული ავტომობილების წინა ნომრები თეთრი ფერისაა,ხოლო უკანა ნომრები კი – ყვითელი.ალჟირელების საყვარელ სასმელად – “ხამუდბუალემი” მიიჩნევა,რომელიც გემოთი ამერიკული “სპრაიტის” მსგავსია.თუმცა,”ხამუდბუალემი”  ბევრად უფრო ადრე შეიქმნა,ვიდრე სპრაიტი.მოსახლეობას,ადგილობრივი ვალუტის – ალჟირული დინარის – ევროზე,დოლარზე ან სხვა რომელიმე ვალუტაზე გადაცვლაზე შეზღუდვები აქვს დაწესებული.მაგალითად,თითოეულ ალჟირელს წელიწადში მხოლოდ 300 დოლარის გადახურდავება შეუძლია. (ავტორი გენია.ჯი)

ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობის ტალახის ვულკანია (სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი,რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახსა და აირებს).დედამიწაზე არსებული 800 ტალახის ვულკანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 350-ა განთავსებული.

ევროპის კონტინენტზე არსებულ სასაფლაოებს შორის,ყველაზე დიდი სასაფლაო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე – ვენის ცენტრალური სასაფლაოა.იგი გახსნილი იქნა 1874 წელს.ტერიტორიის ფართობი 2,5 კვადრატული კილომეტრია.აღნიშნულ სასაფლაოზე 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაკრძალული.მათ შორის ისეთი გენიალური ადამინები,როგორებიც გახლდნენ – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი,იოჰანეს ბრამსი,ანტონიო სალიერი,ფრანც შუბერტი,იოჰან შტრაუსი (მამა),იოჰან შტრაუსი (შვილი),ჟან ამერი,კარლ რიტერი და სხვები.

ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქ პერთთან ახლოს მდებარეობს კლდე სახელწოდებით – “ქვის ტალღა”,რომელსაც მეცნიერები დედამიწის ყველაზე ძველ კლდედ მიიჩნივენ.მისი სავარაუდო ასაკი 3 მილიარდი წელია.

1986 წლის 14 აპრილს სამრეთ აზიაში მდებარე – ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში სეტყვა მოვიდა.ამ ბუნებრივ მოვლენაში განსაკუთრებული ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა სეტყვის ყინულოვანი სფერული ნაწილაკების გასაოცარი სიდიდე.თითოეული ასეთი ნაწილაკის საშუალო დიამეტრი 20 სანტიმეტრს აღემატებოდა,ხოლო წონით 1 კილოგრამს შეადგენდა.აღნიშნულმა სეტყვამ,ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით – 92 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვესტ ინდოეთში მცირე ანტილიის კუნძულებზე განთავსებული ქვეყანა – ბარბადოსი,ერთადერთი სახელმწიფოა კარიბის ზღვის აუზში,სადაც მაიმუნები ბინადრობენ.ისინი ამ კუნძულოვან ქვეყანაში აფრიკული სენეგალიდან და გამბიიდან ჩაიყვანეს დიდი ხნის წინათ.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,დღეისათვის ბარბადოსზე მობინადრე 7 000 მაიმუნი 75-ტე თაობის წარმომადგენლები არიან.

როგორც ცნობილია,აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს არასოდეს გაცილებია.ერთადერთი შემთხვევა,როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვაშინგტონმა აშშ-ის საზღვრები დატოვა და უცხო ქვეყანას ესტუმრა,დაფიქსირებულ იქნა მაშინ,როდესაც იგი საკუთარ ძმასთან – ლოურენსთან ერთად ბარბადოს ეწვია.ჯანმრთელობაშერყეულ ლოურენსს ექიმებმა სწორედ ბარბადოსზე დასვენება ურჩიეს და იქ იგი ჯორჯთან ერთად გაემგზავრა.იმ პლანტაციაში,სადაც ვაშინგტონები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ,დღეს George Washington House-ს მუზეუმი ფუნქციონირებს. (ავტორი გენია.ჯი)

სპარსეთის ყურეში ამავე სახელწოდების მქონე არქიპელაგზე მდებარე – ბაჰრეინის სამეფოში,გამოსასვლელი დღეები სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით არა შაბათ-კვირა,არამედ ხუთშაბათი და პარასკევი იყო.თუმცა 2006 წელს ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,გამოსასვლელ დღეებად პარასკევი და შაბათი იქნა დაწესებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>