ფრანც იოზეფ I – “ეპიზოდი”
1916 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე – ფრანც იოზეფ I. მისი მეფობის პერიოდში აღდგენილ იქნა აბსოლუტიზმი (მმართველობის ფორმა,რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნის ერთ პირს),სისხლში ჩაახშო ავსტრიასა და უნგრეთში წამოწყებული რევოლუციები და მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებას.(ავტორი გენია.ჯი) როგორც წესი,აწ გარდაცვლილი ფრანც იოზეფის ცხედარი ვენაში განთავსებულ საიმპერატორო საძვალეში – “კაპუცინერგრუფტში” უნდა დაეკრძალათ.როდესაც სამგლოვიარო პროცესია კრიპტას მიადგა,ცერემონიმეისტერმა – ჰეროლდმა კარიბჭის კარზე სამჯერ დააკაკუნა.კარიბჭის შიგნით მყოფმა კაპუცინმა,ჰერალდს ლათინურ ენაზე ჰკითხა:
” – ვინ ითხოვს ამ განსასვენებელში შემოსვლას?”
- თქვენს განსასვენებელში შემოსვლას ითხოვს მონა-ღვთისა ფრანც იოზეფ I; იგი მიწიერ სიცოცხლეში ავსტრიის იმპერატორი გახლდათ, – უპასუხა კაპუცინს ჰერალდმა.
- ასეთს ჩვენ არავის ვიცნობთ”, – მიუგო სასულიერო პირმა და პროცესიას კარიბჭე არ გაუღო.
ყოველივე ამის შემდეგ,ჰეროლდმა კრიპტას კარიბჭეზე კვლავ სამჯერ დააკაკუნა,თუმცა მასსა და კაპუცინს შორის ისევ ისეთივე სახის დიალოგი გაიმართა და შესაბამისად კრიპტას კარები კვლავაც არ გაღებულა.საბოლოოდ,ჰეროლდი მიხვდა,რომ ასეთი სახის დიალოგით კარიბჭის გაღება შეუძლებელი იქნებოდა და როდესაც მესამედ ჰკითხა კაპუცინმა,თუ ვინ ითხოვდა კაპუცინერბრუგში შესვლას,მან ასეთი პასუხი გასცა:
” – მონა-ღთისა და ცოდვილი ღვთის გლახა – ფრანც იოზეფი”.
როგორც კი ჰეროლდმა ეს სიტყვები წარმოთქვა,კაპუცინმა უმალვე გააღო კრიპტას კარიბჭე,რის შემდეგაც მიაბარეს კიდეც “კაპუცინერგრუფტის” მიწას უამრავ ბოროტებაში ბრალდებული ავსტრიის ექს-იმპერატორი. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანც იოზეფ I-ის საფლავი ”კაპუცინერგრუფტში”