იოჰან შტრაუსი (მამა) – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი,მევიოლინე და დირიჟორი – იოჰან შტრაუსი (1804-1849 წლები), 1824 წელს დაქორწინდა მუსიკისა და ცეკვის მოყვარულ ულამაზეს ქალზე – ანა შტრაიმზე.დაქორწინების დღეს შეყვარებულმა წყვილმა ერთმანეთს მარადიული სიყვარული და ერთგულება შეჰფიცეს. (ავტორი გენია.ჯი) ანამ მეულეს ისიც კი აღუთქვა,რომ,თუ იოჰანი მასზე ადრე მოკვდებოდა,იმავე წამს მის ცხედართან სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ,ანამ ქმრის საწერ მაგიდაზე კონვერტი აღმოაჩინა წარწერით: “ჩემი ანდერძი”.ქალმა გახსნა იგი და როდესაც წაიკითხა,განწირულად შეჰკივლა და იქვე ჩაიკეცა.აღნიშნულ ანდერძში ეწერა,რომ იოჰან შტრაუსი გარდაცვალების შემთხვევაში მთელ თავის ქონებას მის მიერვე დაარსებულ მუსიკალურ სკოლებს უტოვებდა.
მას შემდეგ,რაც იოჰანი სახლში დაბრუნდა,განრისხებული ცოლის წინაშე აღმოჩნდა:
- ნუთუ ეს შესაძლებელია? მე შენი ცოლი არა ვარ? შენს მიერ დაწერილი ანდერძიდან კარგად ჩანს,რომ საერთოდ აღარ გახსოვარ.
- ანა,ქორწინების დღეს ხომ დაიფიცე,რომ ჩემი ეკონომიკური შესაძლებლობები არ გაინტერესებდა და თუკი გარდავიცვლებოდი,თავს იმავე წამს ჩემს ცხედართან მოიკლავდი? – მიუგო გაოცებულმა იოჰანმა მეუღლეს.
- მართალია,დავიფიცე! მაგრამ,როგორც ჩანს იოჰან,შენ არასოდეს დაფიქრებულხარ თუ როგორ უნდა ვიცხოვრო ამქვეყნად უფულოდ იმ შემთხვევაში,შენს ცხედართან გასროლილი ტყვია მიზანს რომ ასცდეს?! – მიუგო თვალცრემლიანმა ანამ იოჰანს და იქაურობას გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)