მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “ავადმყოფი ბახუსი”
“ავადმყოფი ბახუსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორის – მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ შექმნილ უკვდავ ქმნილებას.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ შედევრზე მუშაობა მხატვარმა 1593 წელს დაიწყო და 1594 წელს დაასრულა.იგი დახატულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით.სურათის სიმაღლე 67 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 53 სანტიმეტრია.”ავადმყოფი ბახუსი” მიქელანჯელომ რომში ყოფნის პერიოდში დახატა.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ეს სწორედ ის პერიოდია,როდესაც მალარიით დაავადებული მხატვარი ექვსი თვის განმავლობაში სანტა-მარია-დელა-კონსოლაზიონეს საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.სურათზე გამოსახული ძველბერძნული მითოლოგიის მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღვთაების – ბახუსის (იგივე დიონისეს) არაჯანსაღი სხეულის ფორმებიც კარგად მიანიშნებს სახვითი ხელოვნების მოყვარულთ,იმ პერიოდში მხატვრის ფიზიკური მდგომარეობის ნიშნებზე.კარავაჯოს პირველი ბიოგრაფის – ჯოვანი ბაჯლიონეს გადმოცემის თანახმად,ფინანსურად შეჭირვებულმა მხატვარმა,რადგანაც მენატურისათვის საჭირო თანხა ვერ მოიძია,სურათზე სარკის გამოყენებით საკუთარივე თავი გამოსახა.სურათზე ასევე კარგად იგრძნობა მიქელანჯელოს მასწავლებლის სიმონე პეტერზანოს შემოქმედების გავლენაც.
თავდაპირველად – “ავადმყოფი ბახუსი”,ისევე როგორც კარავაჯოს სხვა მრავალი დიდებული ნამუშევარი,ცნობილი იტალიელი კოლექციონერის – ჩეზარე დ’არპინოს კოლექციაში გახლდათ დაცული.მოგვიანებით,ჩეზარე დ’არპინოს მფლობელობაში მყოფი კოლექცია (მათ შორის “ავადმყოფი ბახუსი”-ც),მის მიერ გადასახადებისაგან თავის არიდების გამო “დაპატიმრებულ” იქნა.ყოველივე ამის შემდგომ,კარავაჯოს შედევრი-ტილო რომის პაპის პავლე V-ეს ხელში აღმოჩნდა,რომელმაც თავის მხრივ იგი საკუთარ ნათესავს,კარდინალსა და მეცენატს – შიპიონე ბორგეზეს უსახსოვრა.დღესდღეობით,მიქელანჯელო მერიზი დი კარავაჯოს გენიალური ქმნილება – “ავადმყოფი ბახუსი” დაცულია იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე “ბორგეზეს გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)