“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. “დიდებული რამ არის ხვალინდელი დღის დადგომა”.

* * *

2. “როდესაც შენს სულში მზეა, მნიშვნელობა არა აქვს სარკმლის იქით როგორი ამინდია”.

* * *

3. “თქვენი შეინარჩუნეთ, სხვისას კი გაუფრთხილდით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. “თუკი ეშმაკს საშულებას მისცემთ გაკოცოთ, მაშინ გრძნეული გახდებით”.

* * *

5. “კარგად დაიხსომეთ: სანამ ცოცხალი ხართ, ყოველი დღე გაძლევთ ახალ შანსს”.

* * *

6. “არავითარი ბედნიერების გასაღები არ არსებობს, რადგან მისი კარი ყოველთვის ღიაა”.

* * *

7. “სიცოცხლე კაცთა მოდგმას ბედნიერებისათვის მოგვანიჭა უფალმა”.

* * *

8. “რატომ უნდა იყიდოთ რძე, როდესაც სახლში ძროხა გყავთ?!”

* * *

9. “ოპტიმისტი გახლავთ ისეთი ადამიანი, რომელმაც მოიტეხა ფეხი, თუმცა ბედნიერია იმით რომ არ მოიტეხა – კისერი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. “კარგი განწყობილება სიცოცხლეს ახანგრძლივებს”.

კომენტარის დატოვება