ფრაზეოლოგია „კანონის” შესახებ…

1. „მიუხედავად იმისა, რომ გაძაღლებული ცხოვრებით გვიწევს ცხოვრება, კანონები მაინც მგლური გვაქვს”. – ტომ რობინსი

* * *

2. „ზოგიერთი დაუწერელი კანონი ყველა დაწერილ კანონზე მეტად მყარია”. – სენეკა – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ – კანონი უსამართლობასთან ბრძოლის საშუალება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ იგი უსამართლობასთან ბრძოლის საშუალება კი არა, მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია”. – რაფ ვალე

* * *

4. „კანონის სახელით უამრავ სისაძაგლეს სჩადიან”. – ერლენდ ლუ

* * *

5. „ვინც კანონებს უწესებს ადამიანებს, დაე, პირველებმა მათ დაიცვან იგი”. – ჯეფრი ჩოსერი

* * *

6. „კანონი ისეთივეა, როგორიც დრაკონი: კეთილშობილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მაძღარია”. – იგორ კარპოვი

* * *

7. „კეთილშობილ თვისებებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კარგ კანონებს”. – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. „იარაღის ხმაური ნებისმიერი კანონის ხმას ახშობს”. – მიშელ დე მონტენი

* * *

9. „გამოუვალი მდგომარეობა არანაირ კანონებს არ ცნობს”. – დენიელ კიზი

* * *

10. „ცუდი კანონებითა და კარგი სახელმწიფო მოხელეებით, სავსებით შესაძლებელია ქვეყნის მართვა”. – ოტო ფონ ბისმარკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>