ჯიმ მორისონი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი,პოეტი და ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის “The Doors”-ის ვოკალისტი – ჯიმ მორისონი (1943-1971 წლები),თავისი ექსცენტრიული ხასიათისა და ქმედებების გამოისობით,იმ პირველ ადამიანად იქცა ისტორიაში,რომელიც კონცერტის მიმდინარეობის დროს სცენაზევე იქნა დაპატიმრებული. 1967 და 1968 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საკონცერტო ტურნეების დროს,ჯიმ მორისონმა სცენიდან საჯაროდ დასცინა პოლიციელებს,რამაც სამართალდამცველების პროვოცირება გამოიწვია და იგი სცენაზევე იქნა აყვანილი.გარდა აღნიშნული დაკავებებისა,ლეგენდარული მუსიკოსი სიმთვრალეში ატეხილი დებოშების გამოც არა ერთხელ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში,თუმცა ჯარიმების გადახდის შემდეგ კვლავ თავისუფლებას უბრუნდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)