ჯონ ადამსი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამაარსებელი,დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელისმომწერი და ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტი – ჯონ ადამსი (1535-1826 წლები),აშში-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახლდათ,რომლის ვაჟმა- ჯონ კუინსი ადამსმა,მამის მსგავსად ქვეყნის პრეზიდენტის საპატიო პოსტი ჩაიბარა.ცნობილია,რომ ჯონ ადამსის უმთავრესი პოლიტიკური ოპონენტი,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტი – ტომას ჯეფერსონი იყო.დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 50 წლის გასვლის შემდგომ, 1826 წლის 4 ივლისს – ჯონ ადამსი მასაჩუსეტსის შტატში გარდაიცვალა.მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “ტომას ჯეფერსონი კიდევ ცოცხალია”, – თუმცა მან არ უწყოდა ის,რომ,მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური მოწინააღმდეგე,ადამსის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე,იმავე დღეს,უკვე გარდაცვლილი იყო. (ავტორი გენია.ჯი)