ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
დიდი დანიელი მეზღაპრე,პროზაიკოსი და პოეტი - ჰანს კრისტიან ანდერსენი, მის მიერ წარმოებულ დღიურში წერდა, რომ იგი დანიისა და ნორვეგიის მეფის კრისტიან VIII-ეს და ელიზა ალეფელდ-ლაურვიგის ვაჟი გახლდათ (ოფიციალური ცნობების თანახმად მისი მშობლები გახლდნენ – ჰანს ანდერსენი და ანა-მარი ანდერსტადერი).მისივე ღრმა რწმენით, პატარა ჰანსი დაბადებიდან მალევე აღსაზრდელად მეწაღე ჰანსისა და მრეცხავი ანა-მარის ოჯახს გადასცეს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ანდერსენის ასეთი თვითრწმენისა, ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი დღემდე არ მოძიებულა.
როგორც ცნობილია, ანდერსენი – “ტაფობობიით” ანუ ცოცხლად დამარხვის შიშით იყო შეპყრობილი და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ყოველი დაძინების წინ, ბალიშის ქვეშ იდებდა ფურცელს წარწერით: “მე ცოცხალი ვარ!” გარდა ამისა, დიდ დანიელ მეზღაპრეს ძალიან ეშინოდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების – ძაღლების. ნერვული შეტევა უნვითარდებოდა სხეულზე მცირე ნაკაწრის მიღების შემთხვევაშიც კი. ის ამბობდა, რომ ლიტერატურულ მოღვაწეობას მას შემდეგ გაანებებდა თავს, რაც უკანასკნელ კბილსაც დაკარგავდა. და მართლაც, როდესაც 1872 წელს ანდერსენმა თავისი უკანასკნელი კბილი დაკარგა, ლიტერატურულ მოღვაწეობას საბოლოოდ შეეშვა.
ჰანს კრისტიან ანდერსენი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ისე გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, რომ შთამომავლობა არ დაუტოვებია. თვითმხილველთა გადმოცემების თანახმად, დიდი დანიელი მეზღაპრის დაკრძალვას ზღვა ხალხი დაესწრო. ამის გამო, ანდერსენის ერთ-ერთმა მეგობარმა მახვილგონივრულად შენიშნა: “ჰანს კრისტიანს რომ საკუთარი თვალით ეხილა თავისი დაკრძალვის ცერემონია, ძალიან კმაყოფილი დარჩებოდაო”. (ავტორი გენია.ჯი)