ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურ ფრანგ მწერალსა და ევროპულ ლიტერატურაში “რეალიზმის” ფუძემდებელს - ონორე დე ბალზაკს (1799-1850 წლები),ის ოსტატი ეწვია,რომელმაც მის ბინაში სარემონტო სამუშაოები შეასრულა.მან ბალზაკისაგან,შესრულებული სარემონტო სამუშაოებისათვის გასამრჯელო მოითხოვა,თუმცა ონორემ უთხრა,რომ ამჯერად მას დავალიანების დასაფარავად საჭირო თანხა არ გააჩნდა და ურჩია,სხვა დღეებში მისულიყო.ოსტატი,ბალზაკის ამ წინადადებამ განარისხა და ყვირილი მორთო:
- ყოველთვის,როდესაც თქვენთან ჩემი კუთვნილი გასამრჯელოსათვის მოვდივარ,ან სახლში არა ხართ,ან მეუბნებით,რომ ფული არა გაქვთ.
- თქვენი ძალიან კარგად მესმის! თუმცა,მე რომ ახლა ფული მქონოდა,სახლში უსათუოდ არ ვიქნებოდი, – მიუგო სასოწარკვეთილ ოსტატს ბალზაკმა. (ავტორი გენია.ჯი)