მიხეილ შოლოხოვი – “ეპიზოდი”
კაზაკური წარმომავლობის მქონე რუს მწერალს და ავტორს გახმაურებული რომანისა “წყნარი დონი” – მიხეილ შოლოხოვს (1905-1984 წლები),ნობელის პრემიის კომიტეტმა 1956 წელს “ნობელის პრემია” მიანიჭა ლიტერატურის დარგში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ის პირველი და ერთადერთი საბჭოთა ლიტერატორი გახლდათ,რომელსაც “წითელი იმპერიის” ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა აღნიშნული პრემიის მიღებაზე თანხმობა განუცხადეს.
დადგენილი ეტიკეტის თანახმად,მას შემდეგ,რაც ნობელიანტი პრემიას მიიღებს,აუცილებლად უნდა ეთაყვანოს დარბაზში მყოფ შვედეთის მეფეს,თუმცა ეს ეტიკეტი შოლოხოვის შემთხვევაში დარღვეულ იქნა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,შოლოხოვი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ეტიკეტის დაცვის შესახებ.ხოლო მეორე ვერსიით,მან ეს ფაქტი შემდეგი სახით განმარტა: “ჩვენ – კაზაკები,არავის წინაშე არ ვიხრით ქედს.კი ბატონო,ჩვენი ხალხის წინაშე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას,მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეფის წინაშე, და მორჩა”… (ავტორი გენია.ჯი)