სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები),არა მარტო დიდი პოლიტიკოსი,არამედ ძალიან კარგი მხატვარიც გახლდათ.მან თავისი სიცოცხლის განმავლობაში 570-მდე სურათი დახატა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,უინსტონის რამდენიმე სურათმა,საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის,გამომცემელისა და ჟურნალი – “Life”-ს ფუძემდებლის – ჰენრი რობინსონ ლუისის კოლექციაში დაიდო ბინა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჩერჩილის ერთ-ერთი პეიზაჟური ჟანრის სურათი,ლუისის სათავო ოფისში (ნიუ-იორკში) განთავსებულ კაბინეტში,სამუშაო მაგიდის ზემოთ გახლდათ დაკიდებული.აშშ-ი მორიგი ვიზიტის დროს,ჩერჩილი ჰენრის ოფისს ეწვია,რა დროსაც მის კაბინეტში თავისივე დახატული სურათი იხილა. (ავტორი გენია.ჯი) ლუისი და ჩერჩილი დიდი გულისყურით აკვირდებოდნენ და აფასებდნენ სურათს.ამერიკელმა გამომცემელმა უინსტონს მიმართა: ” – ჩემი აზრით,შესანიშნავი სურათია.თუმცა ვფიქრობ,რომ ტილოს წინა ფონს რაღაც აკლია, – მაგალითად,თუნდაც – ცხვრები”.
აღნიშნული ვიზიტიდან მეორე დღეს,ჰენრის ოფისში ზარის ხმა გაისმა.სატელეფონო ხაზზე უინსტონ ჩერჩილის პირადი მდივანი ქალი იყო.მან ამერიკელ გამომცემელს უინსტონის ისეთი თხოვნა გადასცა,რამელმაც თავზარი დასცა ლუისს.კერძოდ: დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლუის სთხოვდა,რომ თავის ოფისში წარმოდგენილი სურათი უკანვე,ინგლისში დაებრუნებინა… რაღა თქმა უნდა,ჰენრიმ ჩერჩილის თხოვნა უმალვე დააკმაყოფილა და სურათი ინგლისში გააგზავნა.იგი ფიქრობდა,რომ საბოლოოდ დაემშვიდომა აღნიშნულ ნამუშევარს,მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში,ლონდონიდან მიიღო ამანათი,რომელშიც უინსტონ ჩერჩილისათვის გაგზავნილი სურათი იდო.ტილოს სიუჟეტში არაფერი იყო შეცვლილი,გარდა ერთი ნიუანსისა: სურათის პეიზაჟის წინა ფონზე – მარტოხელა ცვარი გახლდათ გამოსახული.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ასეთმა გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ჰენრი რობინსონ ლუისი აღაფრთოვანება და იგი ჩერჩილისადმი კიდევ უფრო დიდი პატივისცემით განიმსჭვალა,რაც არაერთხელ აღუნიშნავს კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი რობერტ ლუისი და მისი მეუღლე – კლერ ბოოთ ლუისი