რამდენიმე ფაქტი – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის შესახებ…
1. მსოფლიო კინემატოგრაფიის ინგლისელი ლეგენდა – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი (1889-1977 წლები),მიუხედავად იმისა,რომ ავტომობილების დიდი მოყვარული გახლდათ,მაინც ცუდ მძღოლად მიიჩნეოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მას თავისი ცხოვრების უმეტეს მანძილზე,პირადი მძღოლები ემსახურებოდნენ. 1916 წლიდან ჩარლი ჩაპლინის პირად მძღოლად მთელი 18 წლის მანძილზე მუშაობდა იაპონელი – ტორიკი კონო.მან ჩარლისთან მუშაობა 28 წლის ასაკში დაიწყო და 44 წლის ასაკში დაასრულა.ჩარლის პირველი ავტომობილი გახლდათ კომპანია Locomobile-ს მიერ დამზადებული სწრაფმავალი ავტომანქანა,რომელშიც იმ პერიოდსიათვის უზარმაზარი თანხა – 4 900 ამერიკული დოლარი გადაიხადა. (ავტორი გენია.ჯი)
2. ჩარლი ჩაპლინი პირველი მსახიობი გახლავთ ისტორიაში,რომლის პორტრეტიც 1925 წლის 6 ივლისს გამოსახა ჟურნალმა – “Time”-მ თავის გარეკანზე. (ავტორი გენია.ჯი)
3. ჩარლი ჩაპლინი პირველი ქორწინებისას – მილდრედ ჰარისზე, 29 წლის ასაკში იმყოფებოდა,ხოლო მეუღლე 16 წლის ასაკში; მეორე ქორწინებისას – ლიტა გრეიზე,ჩარლის ასაკი 35 წელი იყო,ხოლო მეუღლის 16 წელი; მესამე ქორწინებისას – პოლეტ გოდარზე,ჩარლის ასაკი 44 წელი გახლდათ,ხოლო მეუღლის 19 წელი; 54 წლის ასაკში მყოფი ჩარლის რიგით მეოთხე მეუღლე – უნა ო’ნილი,ჩაპლინთან ქორწინებისას 18 წლის ასაკში იმყოფებოდა.
4. მიუხედავად იმისა,რომ “ცაცია” ჩარლი ჩაპლინი ვერ კითხულობდა ნოტებს,იგი მაინც შესანიშნავად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას.
5. მიუხედავად იმისა,რომ ჩარლი ჩაპლინი უკვე ოფიციალური მილიონერი იყო,იგი მაინც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა მესამე ხარისხოვანი სასტუმროს ნომრებში.
6. ჩარლი ჩაპლინის პირველი ბიოგრაფი – ჯოის მილტონი,თავის მიერ დაწერილ წიგნში: “მაწანწალა: ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება”, – ირწმუნებოდა,რომ ვლადიმერ ნაბოკოვმა თავისი საყოველთაოდ გახმაურებული და სკანდალური ნაწარმოები – “ლოლიტა”,სწორედ ჩარლისა და მისი რიგით მეორე მეუღლის – ლიტა გრეის სასიყვარულო რომანით შთაგონებულმა დაწერა.
7. მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “დიდი დეპრესიის” პერიოდში,ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი გაეცნო კლიფორდ დუგლასის მიერ დაწერილ წიგნს სოციალური კრედიტების თემაზე,მიიღო გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული ყველა აქცია გაყიდვისა,რაც განახორციელა კიდეც.
8. ამერიკის შეერთებული შტატებში 40 წლიანი ცხოვრების შემდეგ,თავისი პოლიტიკური ხედვებისათვის ქვეყნიდან გაძევებული ჩარლი ჩაპლინის “Chinese Theatre”-ში (ჰოლივუდი) განთავსებული ხელებისა და ფეხების ანაბეჭდებიანი ცემენტის დაფა აღებულ იქნა და დღემდე არავინ იცის მისი ადგილ-სამყოფელი.
9. მიუხედავად ჩარლი ჩაპლინის აშში-ი 40 წლის მანძილზე ცხოვრებისა,მას ამ დიადი ქვეყნის მოქალაქეობა მაინც არასოდეს მინიჭებია.
10. ჩარლი ჩაპლინისათვის ყველაზე საყვარელ სპორტის სახეობად – კრივი მიიჩნეოდა,ხოლო ყველაზე საყვარელ ცეკვად კი – არგენტინული ტანგო. (ავტორი გენია.ჯი)
11. სტატისტიკოსების მონაცემების თანახმად,ლეგენდარულმა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინმა თავისი ფილმებიდან ჰონორარის სახით დაახლოებით 10,5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
12. ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს 88 წლის ასაკში შვეიცარიის ქალაქ ვევეში,სადაც იქნა კიდეც დაკრძალული.