იოსებ სტალინი – “კადრები წყეტენ ყველაფერს”
საყოველთაოდ ცნობილი ფრთიანი ფრაზა - “კადრები წყვეტენ ყველაფერს”,საბჭოთა კავშირის გენსეკმა – იოსებ სტალინმა, 1935 წლის 4 მაისს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოთქვა.თუმცა,მის მიერ წარმოთქმულ წინადადებაში,ძველი ლოზუნგი – “ტექნიკა წყვეტს ყველაფერს” – ”კადრები წყვეტენ ყველაფერს” ლოზუნგით ჩაანაცვლა: “ჩვენში ძალიან ბევრს საუბრობენ ხელმძღვანელ პირთა და ბელადთა დამსახურებების შესახებ.მათ მიაწერენ თითქმის ყველა ჩვენს მიღწევას.მე კი მინდა გითხრათ,რომ ეს არც სიმართლეა და არც მართებული.აქ საქმე მხოლოდ ბელადებში არ არის… იმისათვის,რომ ტექნიკა მოძრაობაში მოიყვანო და საჭიროებისამებრ გამოიყენო იგი,აუცილებელია ისეთი ადამიანებისა და კადრების არსებობა,რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ამა თუ იმ ტექნიკას და გააჩნიათ ცოდნა მათი გამოყენებისა ყველა დადგენილი წესის თანახმად… სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ძველი ლოზუნგი – “ტექნიკა წყვეტს ყველაფერს”… სრულიად ახალი ლოზუნგით – “კადრები წყვეტენ ყველაფერს”… (ავტორი გენია.ჯი)