იცით თუ არა,რომ
1. სახელგანთქმული ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი – მარშალ ბრიუს მეზერსი, იგივე – ემინემი, ღრმად მორწმუნე ბაპტისტია. ბაპტისტები არიან ასევე მისი ოჯახის სხვა წარმომედგენლებიც, გარდა მეუღლე – კიმისა, რომელიც თავის მხრივ, ღრმად მორწმუნე – კათოლიკეა.
* * *
2. პირველად, ვინც დიდ ძველბერძენ დრამატურგს – ესქილეს – “ტრაგედიის მამა” უწოდა, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი და მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი იყო.
* * *
3. საფრანგეთის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა – შარლ დე გოლმა ერთხელ შენიშნა: “როგორ უნდა მართო ქვეყანა, რომელსაც 246 სახეობის ყველი გააჩნიაო?!”
* * *
4. გენიალურმა ესპანელმა მწერალმა და ავტორმა მსოფლიო ლიტერატურის შედევრისა – “მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი” – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ, თავისი უკვდავი ლიტერატურული მოღვაწეობა 38 წლის ასაკი დაიწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი – ალბერტ აინშტაინი, ვეგეტარიანობის იდეით რამდენიმე წლის მანძილზე იყო შეპყრობილი, თუმცა,მკაცრი ვეგეტარიანული დიეტის დაცვა მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე – 1954 წელს დაიწყო.
* * *
6. ლეგენდად ქცეული ძველბერძენი მეიგავე და იგავ-არაკის როგორც ჟანრის ფუძემდებელი – ეზოპე, იმდენად დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა და იმდენად დიდი ვალები გააჩნდა, რომ საკუთარი თავი თავადვე გაყიდა მონად. იმ მომენტისათვის ეზოპეს ასაკი 30 წელიწადი გახლდათ.
* * *
7. დიდი ამერიკელი გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში – ტომას ალვა ედისონი, ჩიტების კოლექციით იყო დაკავებული. მას 5 000 სხვადასხვა სახეობის ჩიტის ეგზემპლარისაგან შემდგარი კოლექცია გააჩნდა.
* * *
8. ფრიდრიხ ენგელსის დევიზს წარმოადგენდა: “ყველაფერს მარტივად მიუდექით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. ვენესუელის აწ გარდაცვლილი დიქტატორი პრეზიდენტი – უგო ჩავესი,ავტორია რამდენიმე პოემის, მოთხრობისა და თეატრისათვის განკუთვნილი პიესისა. თუმცა მათი მხატვრული ღირებულება არც თუ ისე მაღალია.
* * *
10. პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდის პერსონით ერთობ მოხიბლული გახლდათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიზანთროპი – ადოლფ ჰიტლერი. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ კომუნისტები კატეგორიულად კრძალავდნენ ფრიდრიხის მიერ ჩადენილი საგმირო საქმეების ხსენებასაც კი.