ჯონ დევისონ როკფელერი – “ეპიზოდი”

მსოფლიოს პირველი ოფიციალური მილიარდერი,ფილანთროპი და დიდი ამერიკელი ბიზნესმენი - ჯონ დევისონ როკფელერი (1839-1937 წლები),ახალგაზრდობაში ამბობდა,რომ ორი უდიდესი ოცნება ამოძრავებდა.ერთი გახლდათ 100 000 ამერიკული დოლარის გამომუშავება,ხოლო მეორე – 100 წლის ასაკამდე მიღწევა.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,როკფელერმა თავისი პირველი ოცნება გადაჭარბებით შეისრულა,ხოლო მეორე ოცნების შესრულებამდე კი,სულ რაღაც სამი წელიწადი დააკლდა (სტატისტიკის მიხედვით,ასეთ ღრმა ასაკამდე 100 000 ადამიანიდან მხოლოდ ერთი აღწევს).მას შემდეგ,რაც ჯონ როკფელერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა,მისმა პირადმა ექიმებმა,ოჯახის წევრებს ურჩიეს,ავადმყოფისათვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ინფორმაციები მიეწოდებინათ.როკფელერს ძალიან უყვარდა ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა და მათ,მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,მაინც ყოველდღიურად ეცნობოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ჯონის ოჯახის წევრებმა,ავადმყოფი როკფელერისათვის დაიწყეს “ნიუ-იორკ თაიმზის” ფორმატის მქონე სპეციალური გაზეთის ნომრების გამოშვება,სადაც თითოეული სტატია და ტელეგრამა გაჯერებული გახლდათ საოცარი ოპტიმიზმით.მაგალითად: თითქოს აშშ-ი დასრულდა “დიდი დეპრესიის” უმძიმესი პერიოდი,თითქოს ქვეყანაში საბოლოოდ იქნა უმუშევრობა დამარცხებული,თითქოს მედიკოსებმა გამოიგონეს კიბოს წამალი და ასე შემდეგ.მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური სიახლეებისა,ჯონ დევისონ როკფელერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მაინც უარესდებოდა და 1937 წლის 23 მაისს 97 წლის ასაკში მყოფი უდიდესი ამერიკელი ფილანთროპი გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>