პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I-ის შესახებ…

პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I – წარმოადგენდა რომის ერთადერთ იმპერატორს (253-260 წლებში) ისტორიაში,რომელიც ბრძოლაში ტყვედ იქნა მტრის მიერ აყვანილი და ტყვეობაშივე დალია სული.მის სახელთან ასოცირდება ქრისტიანების სასტიკი რეპრესიები რომის იმპერიაში.მისივე ბრძანებით მოჰკვეთეს თავი რომის რიგით 21-ე პაპს სტეფანე I-ს (მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი) და რომის ქრისტიანული საზოგადოების არქიდიაკონს – ლავრენტი რომაელს (მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი).ვალერიანუსის იმპერატორობისას ქვეყანა განუკითხაობის აპოგეამ მოიცვა; გავცელებულ იქნა შავი ჭირი; იმპერიის სასაზღვრო რეგიონები აოხრებულ იქნა ალემანების მიერ; გალიაში შეიჭრა ფრანკები; დაკიაში,მეზიასა და მცირე აზიაში გუთები გაბატონდნენ; რომის იმპერიის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციები სპარსეთის შაჰინშაჰის შაპურ I-ის არმიის თავდასხმებს ვეღარ უმკლავდებოდა.

259 წელს რომის იმპერატორი ვალერიანუს I,თავად ჩაერთო სპარსეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში,თუმცა ედესთან 260 წელს გამართული ბრძოლისას,იმპერატორი სპარსელებმა ღალატის შედეგად ტყვედ აიყვანეს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ვალერიანუსის ცხოვრების ყველაზე დამამცირებელი ეტაპი.სპარსელები მას განსაკუთრებული ცინიზმით ექცეოდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ რომაელთა უთავმოყვარეო იმპერატორის ზურგს,სპარსთა შაჰინშაჰი შაპურ I ხშირად სკამად იყენებდა,ხშირად კი,ცხენზე მისი ზურგზე ფეხის დაბიჯების შედეგად ადიოდა.გარკვეული პერიოდის შემდეგ,მორალურად გატეხილმა და დამცირებულმა ვალერიანუსმა სპარსეთის მეფეს თავისუფლების სანაცვლოდ უზარმაზარი გამოსასყიდი შესთავაზა.თუმცა,ამის საპასუხოდ მას პირში ადუღებული ოქრო ჩაასხეს,რამაც რაღა თქმა უნდა მისი სიკვდილი გამოიწვია.ყოველივე ამის შემდგომ,შაპურ I-ის ბრძანებით,რომის აწ გარდაცვლილ იმპეტარორს ტყავი გააძვრეს,რომელიც ნეხვითა და ჩალით გამოტენეს და ასეთი მეთოდით დამზადებული ფიტული,ირანში მდებარე ანტიკური ქალაქის – სუზას ერთ-ერთ ტაძარში საჯაროდ გამოფინეს.რომაელებზე სპარსების ტრიუმფალური გამარჯვება გამოსახულია ირანში მდებარე “ნაქშე-რუსტამისა” და “ნაქშე-რაჯაბის” კლდოვან რელიეფებზე.ვალერიანუსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია,თუმცა ცნობილია ის,თუ როდის შეძლო რომაელებმა თავიანთი მიწასთან გასწორებული იმპერატორის - პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I-ის ნეშთის რომში გადასვენება: ეს განხორციელდა,რომის იმპერიის მიერ სპარსებზე გამარჯვების შემდეგ,ანუ ვალერიანუსის გარდაცვალებიდან უკვე 350 წელიწადი იყო გასული… (ავტორი გენია.ჯი)

შაპურ I-ის ტრიუმფი რომაელებზე (ნაქშე-რუსტამი)

შაპურ I-ის ტრიუმფი რომაელებზე (ნაქშე-რაჯაბი)

შაპურ I

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>