ჯონ ბერიმენი
ჯონ ბერიმენი - დაიბადა 1914 წლის 25 ოქტომბერს,მაკ-ალისტერში (ოკლაჰომას შტატი,ამერიკა).იგი წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ამერიკელ პოეტს,რომელსაც ცხოვრებაში უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვების გადატანა მოუწია.დედა სკოლის მასწავლებელი გახლდათ,ხოლო მამა ფლორიდაში ბანკირი იყო.ჯონი სულ რაღაც თორმეტი წლის გახლდათ,როდესაც მამამ იარაღის გასროლით თავი მოიკლა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯონი პირველი ადამიანი იყო,ვინაც საკუთარი მამის ცხედარი აღმოაჩინა.შესაბამისად ბავშვმა დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო.1931 წელს კი თავად ჯონმა სცადა თვითმკვლელობა,თუმცა უშედეგოდ.რამდენიმე წელიწადში ჯონი მამინაცვლის გვარზე გადაიყვანეს,რასაც მისი მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოყვა და დედამისი იძულებული გახდა მეორე ოჯახი დაენგრია.განათლება მართლაც ბრწყინვალე მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) იგი სწავლობდა ბიჭებისათვის განკუთვნილ პრივილიგირებულ სკოლაში.მისი დასრულების შემდგომ ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში,რომელიც 1936 წელს დაამთავრა.შემდეგ კი სწავლა,ცოდნის უდიდეს ტაძარში კემბრიჯში (ინგლისში) განაგრძო.ინგლისში სწავლის დროს დაუმეგობრდა,ისეთ გამოჩენილ ლიტერატორებს,როგორბიც იყვნენ – უილიამ ბატლერ იეიტსი,ტომაზ სტერნ ელიოტი და უისტენ ჰიუ ოდენ.მოგვიანებით იმოგზაურა გერმანიასა და საფრანგეთში.1939 წელს ბერიმენმა “ეპილეფსიის” შეტევა განიცადა,რამაც მისი ნერვული სისტემის კიდევ უფრო დაზიანება გამოიწვია.მკურნალობის შემდეგ,კვლავ დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლურ სასმელს მიეტანა.1942 წელს სასმელისაგან განკურნებულმა დაოჯახდა.მანამდე კი იგი ისეთ უდიდეს სასწავლებლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას,როგორსბიცაა – ჰარვარდის,პრინსტონის,მინესოტას და სხვა უნივერსიტეტებში.1935-1940 წლებში,გამოიცა ჯონ ბერიმენის პირველი ლექსების კრებული,სახელწოდებით “ხუთი ამერიკელი ახალგაზრდა პოეტი”. (ავტორი გენია.ჯი) 1942 წელს ქვეყნდება მისი ლექსების კრებული “Poems”.მის მიერ ჩატარებული შესანიშნავი ლექციების გამო,იგი ერთგვარ კუმირად იქცა სტუდენტებისათვის და მის ლექციებზე დასწრება,ნებისმიერი სტუდენტისათვის დიდ პატივს წარმოადგენდა.მის ბიოგრაფიაში იყო ყველა ის უარყოფითი მოვლენა,რასაც ოჯახის დანგრევა,დაპატიმრება (არაფხიზელ მდგომარეობაში დებოშის ატეხვისათვის) და სხვა სიძნელეები წარმოადგენდა.პირველი ქორწინების ოფიციალურად გაუქმების შემდეგ მეორედაც დაქორწინდა,თუმცა მისი ქორწინება,ამჯერადაც ხანმოკლე აღმოჩნდა.ამ ისტორიების შემდეგ,ჯონი მრავალჯერ იქნა ჰოსპიტალიზირებული.თუმცა მესამე ქორწინებამ,შედარებით მასში სიმშვიდე ჰპოვა.მიუხედავად უამრავი ცხოვრებისეული სირთულისა,მან ლიტერატურულ სამყაროში მაინც ძალიან დიდი კვალი დატოვა.ჯონ ბერიმერის კალამს ეკუთვნის შემდეგი პოეტური ნაწარმოებები და პოემები – “დაუცველი”,”დან ანე ბრედსტრიტი”,”ბერიმენის სონეტები”,”სიყვარული და დიდება” და სხვა კრებულები.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ირლანდიაში,თუმცა ალკოჰოლიზმით შეპყრობილი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.1970 წელს,რელიგიური გრძნობებით შეპყრობილმა დაწერა ავტობიოგრაფიული თხზულება.მიუხედავად ლიტერატურული მოღვაწეობისა,იგი მაინც სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და 1972 წლის 7 იანვარს,მდინარე მისისიპში დაიხრჩო თავი. (ავტორი გენია.ჯი) ჯონ ბერიმენი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახლდათ და მის მიმართ სიბრალულისა და როგორც დიდი პოეტის,გრძნობა,ყველა ამერიკელ ლიტერატორში დღემდე იგრძნობა.დღესდღეობით მინესოტას უნივერსიტეტში გახსნილ დიდებულ უნივერსიტეტში დაცულია,დიდი ამერიკელი პოეტის – ჯონ ბერიმენის სრული არქივი.