იოანე XXI – “ეპიზოდი”
რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი 1276-1277 წლებში – იოანე XXI (1215-1277 წლები),ერთადერთი პორტუგალიური წარმომავლობის მქონე რომის პაპი გახლდათ ისტორიაში.იგი მეცნიერების დიდი მოყვარული იყო.განსაკუთრებით იტაცებდა სამედიცინო მეცნიერება და კვლევები,რის გამოც იტალიურ ქალაქ ვიტერბოში ააგო რომის პაპის საგარეო რეზიდენცია,სადაც განთავსებული გახლდათ კიდეც სამედიცინო კვლევებისათვის საჭირო ლაბორატორია. (ავტორი გენია.ჯი) იგი ვარაუდობდა,რომ პოსტის დატოვების შემდეგ,სწორედ იქ გადავიდოდა საცხოვრებლად და მშვიდ გარემოში განაგრძობდა მუშაობას. 1277 წლის 14 მაისს აღნიშნულ კვლევით დაწესებულებაში იოანე XXI მარტო იმყოფებოდა,რა დროსაც ლაბორატორიის ჭერი ჩამოიქცა და იგი ქვემოთ მოიყოლა.იმავე წლის 20 მაისს რომის პაპი მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა.დუომო-დე-ვიტერბოში დაკრძალული აწ გარდაცვლილი პაპის შესახებ კი,მოსახლეობაში უმალ დაირხა ხმები იმის შესახებ,თითქოს მეცნიერების მოყვარული პაპი იოანე XXI – ჯადოქრობით იყო დაკავებული (ასეთივე წარმოდგენები გააჩნდათ შუა საუკუნეების სხვა უმარავი სწავლულისა და მეცნიერის მიმართაც) და ამ გასაიდუმლოებულ კვლევით ცენტრში ერეტიკოსულ მოღვაწეობას ეწეოდა.მოსახლეობის მოსაზრებით,სწორედ ამან განარისხა ღმერთი,რომელმაც (პირდაპირი მნიშვნელობით) მას თავზე ჭერი ჩამოანგრია და სასიკვდილოდ გასწირა.მიუხედავად ასეთი ხმებისა,მეცნიერების განსაკუთრებული სიყვარულით განმსჭვალული იოანე XXI-ს ერეტიკოსობა ვერც ერთმა წყარომ ვერ დაადასტურა.იგი თავის უკვდავ პოემაში “დაკარგული სამოთხე”,მოხსენიებული ჰყავს გენიალურ იტალიელ პოეტს – დანტე ალიგიერს.იმავე პოემის მიხედვით,დანტემ იოანე XXI, სხვა დიდი ეკლესიური სწავლულების სულების გვერდით ზეცაში (სამოთხეში) იხილა. (ავტორი გენია.ჯი)