ვლადიმერ ლენინი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის კომუნისტრური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელის და პირველი სოციალისტური წყობის მქონე იმპერიის ფუძემდებლის – ვლადიმერ ლენინის (1870-1924 წლები) ბავშვობის შესახებ,პროლეტარიატის ბელადის უფროსი და – ანა ელიზაროვა-ულიანოვა (1864-1935 წლები) იგონებდა:“ვალოდიამ სიარული სამი წლის ასაკში დაიწყო.მას ჰქონდა მოკლე სუსტი ფეხები და დიდი თავი,რის გამოც იგი ხშირად ეცემოდა.ეს კი მის განრისხებას იწვევდა და თავს ისეთი ძალით ურტყავდა იატაკს,რომ ხმა მთელ სახლში ისმოდა.სწორედ ასე იპყრობდა იგი ოჯახის წევრების ყურადღებას.იმავე ასაკში ცივსისხლიანად ანადგურებდა სათამაშოებს.მანვე გაანადგურა ის თეატრალური აფიშების კოლექცია,რომელსაც ჩვენი უფროსი ძმა ალექსანდრე დიდი მონდომებით აგროვებდა.პატარა ვალოდიას ასეთი სისასტიკე და შეუწყნარებლობა კი ძალიან აშფოთებდა ჩვენს მშობლებს”. (ავტორი გენია.ჯი)
ანა ელიზაროვა-ულიანოვა