ჯაკომო ჯოვანი კაზანოვას მოსაზრებები…
1. “სიკვდილი – გახლავთ ის ურჩხული,რომელიც თეატრიდან პიესის დასრულებამდე აგდებს იმ ყურადღებიან მაყურებელს,რომელსაც უსაზღვროდ აინტერესებს მისი ფინალი.მხოლოდ ეს ერთადერთი არგუმენტიც კი კმარა იმისათვის,რომ იგი გვძულდეს”.
2. “მე არასოდეს ვინანიებ!”
3. ”რა არის სიყვარული? ეს არის სიგიჟის ის სახეობა,რომელზეც გონებას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია”.
4. “ბრძენი ადამიანი არასოდეს არავის აბარებს საკუთარი საქმეების ანგარიშს”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “იმისათვის,რომ იყო თავისუფალი,საკმარისია ასეთად იგრძნო თავი”.
6. “ჩვენი სული მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი,როდესაც იგი სრულ ჰარმონიაში მოდის გრძნობებთან”.
7. “თუკი თქვენ ქმარს რქები ადგას,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ იგი – ეშმაკია”.
8. “ვინც საკუთარ თავს არ იცნობს,ის არც არავის იცნობს”.
9. “არ ედავოთ სულელს! სისულელე დაუმარცხებელია”. (ავტორი გენია.ჯი)
10. “მე პროფესიით – უზნეო ვარ!”