ბესიკ ხარანაულის რამდენიმე ლექსი

ესაა ჩვენი ქართველობა!

ერთ პანაშვიდზე ნახავ ყველას

და ერთ კონცერტზე.

(ესაა ჩვენი ქართველობა…)

* * * * *

აადეო,ადეო,

წასვლას გაემზადეო,

აეცალე საწოლსა,

ტანი აიწვადეო,

გეფლიდება სიცოცხლე:

- ერთხელაცა მცადეო!

შენ არ იყავ,

ცოცხალს რომ სული ამომხადეო!

ხელი უკარ სიცოცხლეს,

ძველი არის ბადეო…

აადეო,ადეო,

წასვლას გაემზადეო,

განა დაყუდებისთვის,

გზისთვის დაიბადეო.

(აადეო,ადეო)

* * * * *

არც ერთი ყლუპით,

არც ერთი გროშით,

არც ერთი ღერით,

არც ღონითა,

 და არცა ჭკუით:

- ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!

(პოეტი)

* * * * *

ბედაური ვარ ავბედი,

ვაი,რა უცებ დავბერდი,

ისე ვიკიდებ წყენასა,

როგორც ნაპერწკალს აბედი.

(ბედაური ვარ ავბედი)

კომენტარის დატოვება