უოლტ ელიას დისნეი – “ეპიზოდი”
რამდენიმე ხნის წინათ გამჟღავნებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად,ცნობილი გახდა,რომ მეორე მსოფლიო ომის ზღვარზე (1940 წელს),დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილის მთავრობის წევრები,სახელგანთქმულ ამერიკელ მულტიპიკატორს,ბიზნეს მაგნატს,კინორეჟისორს,ფილანთროპსა და ამერიკული ანიმაციური ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილის შემტანს – უოლტ ელიას დისნეის (1901-1966 წლები) საიდუმლოდ დაუკავშირდნენ,რა დროსაც სთხოვეს შეექმნა “ანტინაცისტური” ჟანრის მქონე მულტიპიკაციური ფილმი,სადაც ფინალურ კადრებში წმინდა გიორგი დრაკონს ამარცხებდა (სიმბოლურად: სიკეთე ბოროტებას).ბრიტანელთა გასაკვირად,უოლტ დისნეიმ შეთავაზებულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.დისნეის ბიოგრაფი – მარკ ელიოტი მოგვიანებით ირწმუნებოდა,რომ უარის მოტივი ნაცისტებისადმი მისი მხარდაჭერითა და ანტისემიტისტური ხედვებით არ ყოფილა ნაკარნახევი.მან უოლტ ელიას დისნეის უარის მიზეზი შემდეგი სახით განმარტა: “უოლტ დისნეი იმ გავლენიანი მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერი იყო,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის კონტინენტზე ომში ჩართვას ეწინააღმდეგებოდა.ბოლშევიკების შიშით,ამ მოძრაობის წევრებს არ უნდოდათ ხელი შეეშალათ გერმანელებისათვის წითელი არმიის განადგურებაში.გარდა ამისა,უოლტ დისნეის არ სურდა დაეკარგა საკმაოდ დიდი გერმანული ბაზარი თავისი ფილმებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)