ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – (ნაწილი II)
1. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნის – ბულგარეთის მოსახლეობა,პირველი სლავური წარმომავლობის მქონე ხალხია,რომლებმაც თავიანთ სახელმწიფოში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადეს.ისტორიული წყაროების მტკიცებით,აღნიშნული ქვეყანის ტერიტორიაზე ქრისტიანულმა რელიგიამ ჯერ კიდევ I საუკუნეში შეაბიჯა.იმ პერიოდისათვის საეპისკოპოსო კათედრა გააჩნდა ბულგარულ ქალაქს – ოდესს (თანამედროვე – ვარნა),სადაც ეპისკოპოსს მოციქულ პავლეს მოწაფე და ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთი მოციქული – ამპლი წარმოადგენდა.რომაელი საეკლესიო მწერლის – ევსები კესარიელის ცნობით, II საუკუნეში ქრისტიანული საეპისკოპოსო კათედრები ასევე ფუნქციონირებდა ქალაქ – დებელტსა და ანხიალოსში (თანამედროვე ქალაქი – პომორიე).მიუხედავად იმისა,რომ ქრისტიანული სარწმუნოება თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე პირველივე საუკუნეში იქნა გავრცელებული,ბულგარელი ხალხი ქრისტიანად მასობრივად მაინც ბულგარეთის მეფის – ბორის-მიხეილ I ბულგარელის მმართველობისას მოექცა.სწორედ მან გამოაცხადა ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოება ოფიციალურ რელიგიად 865 წელს. (ავტორი გენია.ჯი)
2. სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანაში – არგენტინის რესპუბლიკაში, 1853 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად,ქვეყნის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები,მხოლოდ კათოლიკეებს შეუძლიათ დაიკავონ.
სტატისტიკოსების მონაცემების თანახმად,ტანგოს სამშობლოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მოდის (საშუალოდ 100 000 მოსახლეზე 150).ქვეყნის დედქალაქ ბუენოს-აირესში სპეციალურად შექმნილი ფსიქოანალიტიკური საცხოვრებელი რაიონი “Vilie Freud”-იც კი არსებობს.
3. ცენტრალურ აზიაში მდებარე – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობის (31 889 923 მოსახლე) ნახევარი სპარსულ ენაზე საუბრობს, 1/3 პუშტუს ენაზე,ხოლო 1/10 უზბეკურ და თურქმენულ ენებზე.მიუხედავად ამისა,ქვეყანას ოფიციალური ენა არ გააჩნია.ავღანეთის მოსახლეობის 99 % მუსულმანია,მათ შორის 84 % სუნიტია,ხოლო 15 % შიიტი.
საინტერესოა ის გარემოება,რომ,როგორც წესი,კაცობრიობა საფოსტო მტრედებს დიდი ხნის განმავლობაში წერილების გაგზავნის ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენებდა.ასეთი სახის საფოსტო მომსახურება ავღანეთსა და პაკისტანში დღემდე მოქმედებს,თუმცა იქ საფოსტო მტრედებს არა წერილების გასაგზავნად,არამედ ნარკოტიკების გადასატანად გამოიყენებენ.
4. სამხრეთ ამერიკაში მდებარე – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო ერთადერთი ლათინური ამერიკის ქვეყანაა,სადაც დღესდღეობით “მაკდონალდსი” არ არსებობს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამერიკული სწრაფი კვების ობიექტი – “მაკდონალდსი”,ბოლივიაში ხუთი წლის მანძილზე ფუნქციონირებდა,თუმცა მან ადგილობრივი ინდიელი ხალხის მოწონება ვერ დაიმსახურა,რის გამოც 2002 წელს ქვეყანაში არსებული რვავე “მაკდონალდსის” რესტორანი დახურულ იქნა.ყველაფერი ამის მიზეზი კი,ბოლივიელი ხალხის კულტურაში იმალება: როგორც წესი,ბოლივიელები საკვების დამზადებას ძალიან ფრთხილად და სათუთად უდგებიან.მათი აზრით კერძის მომზადება ისე სწრაფად არ შეიძლება,როგორც ამას ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი ანხორციელებს.ამის შესახებ მათ დოკუმენტური ჟანრის ფილმიც კი გადაიღეს,სადაც ახსნილია ყველა ის დეტალი,თუ რითი სჯობია ბოლივიური ეროვნული და ტრადიციული კერძები,ამერიკულ ფასტ-ფუდს.
5. სამხრეთ აფრიკაში მდებარე ინგლისურენოვან – ბოტსტვანას რესპუბლიკაში (ადრინდელი სახელწოდება – ბეჩუანალენდი),მოსახლეობის 70 % ქრისტიანული რწმენის გახლავთ (ძირითადად კათოლიკეები).პირველი წიგნი,რომელიც ამ აფრიკულ სახელმწიფოში გამოიცა – “ბიბლია” გახლავთ.საინტერესოა ის გარემოება,რომ ბოტსტვანის რესპუბლიკა ეკონომიკური და საგანმანათლებლო კუთხით,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ,აფრიკის კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ბოტსტვანის რესპუბლიკა ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია ალმასის,სპილენძისა და ნიკელის მსოფლიო ბაზარზე,რაც განაპირობებს კიდეც ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას. (ავტორი გენია.ჯი)