ენდრიუ ჯექსონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-7 პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი – ენდრიუ ჯექსონი (1767-1845 წლები),ახალგაზრდობაში თავგადაკლული დუელიანტი გახლდათ.ერთ-ერთი დუელისას მას მკერდში ტყვიაც კი მოხვდა,თუმცა საბედნიეროდ გადარჩა.მიუხედავად ქირურგების დიდი მცდელობისა,ჯექსონს ტყვია სხეულიდან მაინც ვერ ამოუღეს,რის გამოც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში მკერდით ატარებდა დუელში მოხვედრილი ტყვიის ნაჭერს.
ენდრიუ ჯექსონმა თავისი საყვარელი მეუღლის – რეიჩელ დონელსონ რობარდს ჯექსონის შეურაცხყოფისა და ღირსების გათელვის გამო დუელში გამოიწვია ადვოკატი – ჩარლზ დიკინსონი.აღნიშნული დუელის მიზეზად დიკინსონის რეიჩელისადმი გაკეთებული განცხადება იქცა.კერძოდ,მას განუცხადებია,რომ რეიჩელი ჯერ კიდევ არ იყო გაცილებული თავის პირველ ქმარს,რომ უმალვე სხვა მამაკაცი მოძებნა და მასთან დაიწყო ცხოვრებაო (რეიჩელი ჯექსონამდე დაქორწინებული გახლდათ ამერიკული არმიის კაპიტანზე – ლუის რობარდზე).ენდრიუ ჩარლზის სიტყვებმა განარისხა და იგი უმალვე დუელში გამოიწვია. 1806 წელს კენტუკის შტატში გამართული დუელი ჯექსონის გამარჯვებით დასრულდა.მან დუელისას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავისი მეუღლის ღირსების შემლახველს – ჩარლზ დიკინსონს…
P.S. ენდრიუ ჯექსონის შვილიშვილის – რეიჩელ ჯექსონ ლოურენსის გადმოცემის თანახმად,მისი სიყვარული მეუღლისადმი იმდენად დიდი ყოფილა,რომ როდესაც რეიჩელი გარდაიცვალა (1828 წლის 22 დეკემბერი),იგი საშინელ დეპრესიაში ჩავარდნილა.ლოურენსისვე ცნობით,ენდრიუ ყოველ საღამოს,მზის ჩასვლისას,მეუღლის საფლავს აუცილებლად სტუმრობდა და იქ დიდხანს განმარტოებით რჩებოდა… (ავტორი გენია.ჯი)
რეიჩელ დონელსონ რობარდს ჯექსონი